დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქუთაისს პირდაპირი წესით არჩეული მერი უნდა ჰყავდეს"–შოთა მურღულია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/13 12:44:26

დღეს ქუთაისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ორგანიზებით "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელში" შემავალმა არასამათავრობობებმა ადგილობრივ თვითმართველობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს თვითმართველობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ქსელი წევრების მიერ მომზადებული შენიშვნების და რეკომენდაციების პაკეტის წარდგენა იყო.

შეხვედრას საკრებულოს წევრებთან ერთად, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ესწრებოდა. მურღულიას განცხადებით, თვითმართველ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში მერის არჩევა პირდაპირი წესით უნდა ხდებოდეს.

"ვფიქრობ, რომ ქუთაისისთვის უკეთესი იქნება თუ მერს  პირდაპირი არჩევის წესით  აირჩევს, რადგან სჭირდება ამ ქალაქს, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას მნიშვნელოვანია თვითმართველობის დეცენტრალიზაციის საკითხის განხილვა და კოდექსის შემუშავება.  კარგია რომ არასამთავროები აქტიურობენ და თავიანთ შენიშვნებს და რეკომენდაციებს გამოთქვამენ, რადგან ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნისთვის"–აღნიშნა შოთა მურღულიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"–ს აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის განცხადებით კი მათმა ორგანიზაციამ თვითმართველობის კოდექსთან დაკავშირებით 25 შენიშვნა და რეკომენდაცია გადააგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის სახელზე.

 

"არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ თვითმართველობის კოდექსის   მიღება ქვეყნის დაშლას გამოიწვევს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ  ინვესტიციაში ამ დრომდე ბევრი  ნიუანსი არის შეუსწავლელი. მაგალითად საუბარია, რომ დღეს უნდა შეიქმნას თვითმართველობები, მაგრამ რეალურად ამ თვითმართველობებს რა ფინანსები ეძლევათ არ არის განსაზღვრული, ამის გარეშე კი აღნიშნული პროცესის დაწყება წარმოუდგენელია. რაც შეეხება მერების და გამგებლების არჩევას უნდა ხდებოდეს პირდაპირი წესით არჩევა"–განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია