დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატივგება
„ვმღერი, მაშასადამე, ვარსებობ“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/12 22:00:17

ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის დარბაზში, საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ ანატოლი ჭურღულიას და ასოცირებული პროფესორის, ოლღა ჭურღულიას მოსწავლეთა ლექცია-კონცერტი გაიმართა, სახელწოდებით: -„ვმღერი, მასასადამე,  ვარსებობ "


კონცერტი სსრკ. სახალხო არტისტის პროფესორ დავით ანდღულაძის 118 წლის და საქართველოს სახალხო არტისტს პროფესორ ნოდარ ანდღულაძის 86 წლის იუბილეს  მიეძღვნა.


კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ოპერის თეატრის სოლისტებმა, გუნდის მხახიობებმა, სტუდენტებმა, კონსერვატორიის კურსდამთავრებულებმა.


საღამოს  პროფესორი ანატოლი ჭურღულია უძღვებოდა, მან აუდიტორიას მისი პედაგოგის და აღმზრდელის ნოდარ ანდღულაძის ბიოგრაფია გააცნო და ლექციის სახით, მისი ჩანაწერებიდან ამონარიდები წაიკითხა.


 

„მე ანდღულაძეების ოჯახში ვიზრდებოდი, ბევრი რამ მასწავლეს  და დღეს, ამ კონცერტით პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და მათი ღვაწლი აუცილებლად დაფასებას მოითხოვს“-განაცხადა პროფესორმა ანატოლი ჭურღულიამ Psnews.ge- სთან საუბრისას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია