დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიანა დიასამიძემ მედეა ვასაძის წინააღმდეგ საჩივარი თბილისის პროკურატურაში შეიტანა
რატომ სცემა აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა „ოცნების“ კოორდინატორი?
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/12 21:05:54

დღემდე ყველა ხელისუფლების დროს ჩინოვნიკები ისე იქცეოდნენ, როგორც მოეპრიანებოდათ, ცა ქუდად არ მიაჩნდთ და დედამიწა - ქალამნად, ბიზნესის წამოწყება გინდათ, სხვა პირად კეთილდღებობაზე ზრუნვა, ნათესავ-ახლობლების მოწყობა სამსახურში და ა.შ. 

 

ამჯერად  ეს ჩინოვნიკები  "კუნთმაგარი ბიჭების" როლშიც მოგვევლინენ, თუმცა საქმე ჩინოვნიკ ქალბატონს ეხება. ეს გახლავთ აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რომელმაც მოქალაქე ქალბატონი, ისიც ბათუმის ოცნების კოორდინატორი, ისე  სასტიკად სცემა, რომ სასწრაფოთი წაიყვანეს საავადმყოფოში. 

 

ამ ფაქტზე უკვე 5 თვეა, მიმდინარეობს გამოძიება აჭარის პროკურატურაში, თუმცა, აჭარის პროკურატურამ  ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ახლა დიანა დიასამიძემ სარჩელი საქართველოს გენპროკურატურაში შეიტანა და ელოდება  სამართლის პოვნას.. თუ  რა მოხდა  აჭარის უზენაეს საბჭოს დეპუტატსა და ოცნების კოორდინატორს შორის, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

 

_ ქალბატონო დიანა, რა დაპირისპირება მოხდა თქვენსა და უზენაესი საბჭოს დეპუტატ მედეა ვასაძეს შორის?

_გეტყვით იმას, რომ ვარ “ოცნების” ბათუმის კოორდინატორი და წინასაარჩევნოდ ბატონ ბიძინასაც შევხვედრივარ. 22 ივნისს აჭარის უზენაეს საბჭოში იმ მიზეზით ავედი, რომ ჩემი განცხადების ასლი წამომეღო (განცხადებაში ბატონ ბიძინას იმ დახმარებას ვთხოვდი, რომელსაც წინასაარჩევნოდ პირადად დამპირდა). უზენაეს საბჭოში ქალბატონი მედეა ვასაძე დამხვდა, მან  უარი მითხრა განცხადების ასლის მოცემაზე, თანაც დაიწყო ყვირილი, რად გინდათ განცხადება, ალბათ ჩივილს აპირებთო. ქალბატონი მედეა ძალიან განრისხდა, იძახდა, ბატონი ბიძინა თუ  წაიკითხავს თქვენს წერილს, შევრცხვებითო.

 

_ რა ეწერა იმ განცხადებაში?

 

_ იცით, 9 წელია  შვილი არ მყავს, ბატონმა ბიძინამ შექმნა დემოგრადიული  განვითარების ფონდი უშვილო დედების დასაფინანსებლად, ეს ფონდი უშვილო დედებს აფინანსებს ხელოვნური განაყოფიერებისთვის. Bბატონ ბიძინასაც მივმართე თხოვნით, რომ როგორც უშვილო ქალბატონი, დავეფინანსებინე. ხულოს რაიონში როცა იყო, ეს წერილი მაშინ გადავეცი,(იქვე სპონტანურად დავწერე), ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს.მაშინ ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრი არ იყო, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანია იყო. ბატონმა ბიძინამ დახმარება აღმიქვა.

 

წერილის გადაცემის შემდეგ უზენაეს საბჭოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ბატონმა ბიძინამ გულდასმით წაიკითხა თქვენი წერილი და არჩევნების შემდეგ დაგეხმარებით, რადგანაც ახლა არ შეუძლია, ამომრჩევლების მოსყიდვაში ჩაეთვლებაო, არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაგეხმარებითო. მე ამ დროს ვმუშაობდი პარტიაში, ყველანაირ დავალებას ვასრულებდი, როგორც “ოცნების” კოორდინატორი.

 

ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთვის საჩუქრის გადმოცემას აპირებდნენ. როცა მივედი, საბავშვო ველოსიპედი მაჩუქეს. მართალია, შვილი არ მყავს, მაგრამ საჩუქარზე უარი არ მითქვამს, თუმცა ქალბატონ მედეას მაშინ ვუთხარი, მე შვილი არ მყავს და რატომ მაჩუქეთ საბავშვო ველოსიპედი_მეთქი, არა უშავს, ეს ვინმეს აჩუქეთ, მერე რაღაცა იქნებაო _ დამამშვიდა მედეა ვასაძემ..


_ შემდეგ რა მოხდა?


_  წერილი, რომელიც ბატონ ბიძინას გადავეცი, ქალბატონ მედეა ვასაძის ხელში აღმოჩნდა. როცა ჩემი წერილის ასლის წამოსღებად მივედი, ქალბატონი მედეა ძალიან განრისხდა. ყვიროდა, მერე თანაშემწეს უთხრა, რომ ეს ქალბატონი  მოაშორეთ აქედანო. წერილის ასლის წაღებაზე უარის თქმაც კი ვერ მოვასწარი, რომ მეცა, მობილურ ტელეფონს მირტყამდა თავსა და  სახეში, თან მეძახდა, თქვენ გინდათ მიჩივლოთ? ტელეფონით რა ჩაიწერეთ? როგორ არ გრცხვენიათ, ამხელა კაცს ხელოვნურ განაყოფიერებას როგორ სთხოვო.

 

_ როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს თავად ოცნების წარმომადგენლები ბათუმსა და თბილისში?


_ საქმე ის გახლავთ, რომ მედეა ვასაძეს სპიკერი მურმან დუმბაძე და დეპუტატი ალეკო ჩიტიშვილი მფარველობენ. მურმან დუმბაძემ გაჩუმების სანაცვლოდ, მამაჩემი რამდენჯერმე დაიბარა (ამის სატელეფონო მესიჯებიც მაქვს ჩაწერილი) და შერიგება შესთავაზა, შერიგების სანაცვლოდ კი – დახმარება. 

 

_მომხდარ  ფაქტს როგორ  შეხვდნენ სამართალდამცავი ორგანოები, თუ გამოეგეხმაურენ?


_ მე ტვინის შერყევა მივიღე, პოლიცია მოვიდა და დააფიქსირა ჩემი ცემის ფაქტი, თუმცა, არ გამოუძიებიათ და არც არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ. მურმან დუმბაძე  მედეა ვასაძეს  მფარველობს და  ბათუმში გამომძიებლები და პროკურორებიც მაგათ მხარეს არიან. ახლა ჩამოვედი თბილისში და ორი დღეა, რაც სარჩელი შევიტანე თბილისის მთავარ პროკურატურაში. მაქვს ექსპერტის დასკვნები, სადაც დაფიქსირტებულია ის დაზიანებები, რომელიც დეპუტატმა ვასაძემ მომაყენა და სამედიცინო დადკვნა, რომ ტვინის შერყევა მაქვს.

 

_ როგორც „ოცნების“ კოორდინატორი, როგორ ფიქრობთ რა შეიცვალა თქვენს რეგიონში ახალი ხელისუფლების მოსვლით?


_ბათუმში არაფერი არ შეცვლილა, თანამდებობებზე  იგივე ხალხია. ჩემი ფაქტი იმიტომ არ გამოიძიეს,რომ დეპუტატებს ზემოდან მფარველობენ, ბატონ ბიძინას და  ბათუმის  პროკურატურას მივწერე წერილი, მაგრამ დღემდე არავისგან პასუხი არ მომსვლია. მოვითხოვ, პასუხისგებაში მიუსცენ ქალბატონი მედეა. თუ ამ ფაქტზე საქართველოში  არ მოხდება რეაგირება, მაშინ მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს.

 

 *****    

 

    ქალბატონი მედეა ვასაძე სატელეფონო საუბარში   დიანა დიასამიძის ცემის ფაქტს არ ადასტურებს და მას `ბუნებით~ პროვოკატორს უწოდებს, მომხდარის შესახებ დეპუტატი შემდეგ კომენტარს აკეთებს.


_ ქალბატონო მედეა, თქვენ ოცნების კოორდინატორი დიანა დიასამიძე გადანაშაულებთ იმაში, რომ მას სასტიკად სცემეთ?


  _ როგორ წარმოგიდგენიათ, უმაღლესი საბჭოს საკონტიტუციო და იურიდიულ საპროცედურო კომისიის თავჯდომარე, ამას ვიკადრებდი?

 

_  სინამდვილეში რა მოხდა?


_შემოვიდა კაბინეტში, ჯერ საშვი არ ჰქონდა, საშვი მას  სხვა კომისიის თავმჯდომარეზე ჰქონდა გამოწერილი, ის მოითხოვდა თავისი  განცხადების დედანს, იმ დედნის წაღება უნდოდა, რომლითაც ითხოვდა ხელოვნური განაყოფიერებისათვის თანხას. თანხის დაფინანსება არ მოხდა,რადგანაც იმ პერიოდში თანხა არ იყო,  ზოგი ითხოვდა ნოუთბუქს, ზოგი ველოსიპედს, შემდეგ მოვიდა საჩუქრები,  დავურეკეთ  ქალბატონ დიანას და შევთავაზეთ ველოსიპედი, ჯერჯერობით ეს არის და იქნებ ძმიშვილი ან დისშვილი, ან ვინმე გყავთ ბავშვი და იმისთვის წაიღეთ-მეთქი. ჯერ უარი გვითხრა,  მერე კი  წაიღო. Mმისი განცხადება, რომ  ქართუ ჯგუფი დააფინანსებდა  ხელოვნური განაყოფიერებისთვის, გადმომეგზავნა მე, განცხადებაში არაწორად იყო მითითებული სახელი და გვარი, ტელეფონის ნომრით მოვძებნე და შევთავაზე ის, რისი საშუალებაც გვქონდა.

 

_ ველოსიპედზე ამბობთ?


_ იმ დროს ეს გვქონდა.

 

_ ქალბატონო მედეა როგორც დიანა აცხადებს, თქვენ განრისხდით თითქოს ამხელა კაცს ხელოვნური განაყოფიერებისთვის თანხა როგორ მოთხოვეო?


 _რა ჩემი საქმეა, ვინ ვის  რას სთოვს, რას ჰქვია? პირიქით,  გვარი არ იყო  მინიშნებული და მოვძებნე.

 

_ქალბატონი აცხადებს, რომ თქენ მას სასტიკად სცემეთ. 

_სირცხვილია ამის თქმა, 23 წელი ადვოკატი ვიყავი, როცა გაართულა სიტუაცია, გამლანძღა, ასლის გატანება არ უთხოვია, დამემუქრა, უშვერი სიტყვებით მომმართავდა, მემუქრებოდა,  სატელეფონო ჩანაწერი მაქვსო,შემდეგ დაცვას ვთხოვე, გაეყვანა, ქვემოთ წაიქცა და სასწრაფოს დაუძახეს, სასწრაფო  მოვიდა, არასამთავროები და ჟურნალისტების კორპუსი მოვიდნენ, სასწრაფოს ექიმებს არ მიყვებოდა,  ჟურნალისტებს ელოდებოდა, ცუდად მყოფი ადამიანი დაელოდებოდა მათ? 

 

_  როგორც ქალბატონმა დიანამ თქვა, პარლამენტის სპიკერი  მურმან დუბაძე გფარველობთ?


_  რას ამბობთ, რა სისულელეა. ქალბატონი დიანა  მეუბნებოდა,  მაღალი ხელფასი გაქვს და გადამიხადეო. მამამისი დუმბაძეს  რამდენჯერმე შეხვდა. არ ვიცი, რას სთხოვენ, სულ დადიან.

 

   _ დიანა დიასამიძე აცხადებს, რომ უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა თავად ნახეს   ნაცემი ქალბატონი?


  _ რომელი დეპუტატები დაუდასტურებს ამ ტყუილს?

 

  _ რაც შეეხება  სატელეფონო მუქარებს ?


_სავადმყოფოში დავრეკე და მისი  ჯამრთელობა  მოვიკითხე, სხვა არაფერი.

 

_ ქალბატონი აცხადებს ასევე, რომ ბათუმის პროკურატურაში  საქმე ჩააწყვეთ...


_ რა საქმე უნდა ჩამეწყო, რაც არ მომხდარა. კი ბატონო, ახლა თბილისის პროკურატურას მიმართოს. დაძრწის  5 თვეა და მიჩივის, მე ამ ადამიანის ფსიქიკურ სიჯანსაღეზე ეჭვი მეპარება.

 

****

 

       ქალბატონ დიანა დიასამიძის ცემის ფაქტს უფლებადამცველი გიორგი ლაღიძე გამოეხმაურა.

გიორგი ლაღიძე (უფლებადამცველი):

_დიანა დიასამიძემ მომართა ჩენს ორგანიზაციას თხოვნით, რომ ის უნდობლობას უცხადებს აჭარის სამართალდამცვ ორგანოებს, რადგან დღემდე  ქალბატონი დიანა ამ საქმეში დაზარალებულადაც არ არის ცნობილი და ითხოვს დახმარებას. ის, რაც მოხდა ბათუმში, უზენაესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის  მიერ  დიანა დიასამიძის ცემის ფაქტი, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

 

ამ ფაქტით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, კანონით ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს. დადასტურებულია, რომ Dდიანა დიასამიძე  ნაცემია, ამაზე არსებობს ექსპერტიზის დასკვნები და  საავადმყოფოს მიერ დასმული დიაგნოზი, რომ ამ ადამიანმა მიიღო ტვინის შერყევა. 

 

სააკაშვილის ხელისუფლება იმიტომ შევცვალეთ, რომ ადამიანებს სასტიკად უსწორდებოდა. არ გვინდა, იგივე განმეორდეს დღესაც. დიანა დიასამიძე ჩამოვიდა თბილისში სამართლის საძებნელად, თუ აქაც ვერ მიაღწევს სამართალს, მაშინ ის  აპირებს  მთავარ  პროკურატუარასთან შიმშილობის დაწყებას..    

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია