დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტიქია
იმერეთსა და რაჭაში 1300-მდე აბონენტია გათიშული
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/12 14:36:03

დასავლეთ საქართველოში 9-10 დეკემბერს მეტეოროლოგიული პირობების გაუარესების შედეგად ელექტროგადამცემ ხაზებზე მომხდარი ავარიების ლიკვიდაცია და ქსელის აღდგენა თანდათან მიმდინარეობს. დღეს დასრულდება მ/ძ გადამცემი ხაზის მოწამეთა-2“ აღდგენა, რომელიც დიდთოვლობამ დააზიანა.

 

 

როგორც ენერგოკომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, ამჟამად იმერეთისა და რაჭის რეგიონებში მაღალი ძაბვის მხრიდან ელექტროენერგია მიეწოდება ყველა რაიონს და რაიონულ ცენტრს. ავარიულად გამორთული რჩება 2 ფიდერი, დაახლოებით 1300 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. აღდგენითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება.

 

9 დეკემბერს მოსული ნალექის გამო იმერეთის რეგიონში ავარიულად გამოირთო რამდენიმე მაღალი ძაბვის ხაზითოვლის სიმძიმისგან გაწყვეტილი იყო ხაზები. კომპანიის ტექნიკური სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა დაზიანებების აღმოსაფხვრელად, რის შედეგადაც იმერეთის რეგიონის მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში ყველა მნიშველოვანი ავარია ლიკვიდირებულია, ხოლო იქ, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, მომხმარებელი ალტერნატიულ კვებაზეა გადაყვანილი და ძაბვას იღებს. – აცხადებენ „ენერგო პრო ჯორჯიაში“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია