დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მიუსაფართათვის დროებითი თავშესაფრები მოეწყობა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/12 13:49:58

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში მცხოვრებ მიუსაფართათავის თავშესაფრები მოეწყობა, აღნიშნულ თავშესაფრებში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ზამთრის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა. მათთვის დაიდგმება საწოლები და უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით.

უსახლკაროთათვის კარვის ტიპის თავშესაფრები მოეწყობა ქუთაისშიც. მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის კახა დალაქიშვილი განცხადებით, თავშესაფრებს ცენტრალური ხელისუფლება მოაწყობს, ადგილობრივი თვითმართველობა მხოლოდ ადგილის შერჩევასა და უსახლკაროთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მიწოდებას უზრუნველყოფს..

 

"ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად უკვე მიმდინარეობს მუშა პროცესი, სად შეიძლება სამხედროს ტიპის კარვების გაშლა. ჩვენი სოციალური სამსახურიდან მივაწოდებთ მიუსაფართა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას. ქუთაისში უშუალოდ ქუჩაში მცხოვრებთა კონტიგენტი დიდი არ არის, სადღაც 20 კაცამდე. რამდენადაც ამ დროისთვის არის ცნობილი ეს ადამიანები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითაც. რამდენიმე დღეში გვექნება ზუსტი ინფორმაცია ამ ადამიანებისა და გასაშლელი კარვების რაოდენობის შესახებ"–აღნიშნა კახა დალაქიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია