დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფესტივალ „ნიღაბი 2013“-ის ორგანიზატორთა რჩეული ქუთაისელი ზანდა გოტიაშვილი გახდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/12 12:40:26

თბილისში დასრულდა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2013“. ფესტივალი გასულ წელს დაფუძნდა და ორგანიზატორთა განცხადებით, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. "ნიღაბი 2013" იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობა აზერბაიჯანულმა და თურქულმა თეატრებმაც მიიღეს.

 

ფესტივალი 10 დღე გაგრძელდა. ფესტივალში 9 უნივერსიტეტის  თეატრმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

 

ფესტივალ „ნიღაბი 2013“-ის ერთ-ერთი მონაწილე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი იყო, რომელმაც კახა გოგოლაშვილის რეჟისორობით, სცენარისტ ლევან კვატაშიძის პიესა „ამაშია საქმე“  წარმოადგინა. სპექტაკლმა ჟიურის და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. დასის ერთ-ერთი წევრი კი, ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი ზანდა გოტიაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორთა სიმპათია ზანდა გოტიაშვილმა დაიმსახურა.

 

ახალგაზრდა მსახიობის შთაბეჭდილებებსა და დასის სამომავლო გეგმებზე სტატია იხილეთ გაზეთ "p.s."–ის მომდევნო ნომერში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3384
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია