დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკანონმდებლო აჟიოტაჟი
რატომ ,,ბრალდება“ რესპუბლიკელებს თვითმმართველობის კანონპროექტის შექმნა?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/12/11 20:43:22

საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონშემოქმედებით პროდუქტად შეფასებულია კანონი თვითმმართველობის შესახებ.  ამ კანონთან დაკავშირებით ძირითადი აგრესია როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან რატომღაც ,,რესპუბლიკური პარტიისმისამართით გამოიხატება. ამასთან დაკავშირებით ,,რესპუბლიკური პარტიისწევრს და პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილ psnews.ge-მ კომენტარი სთხოვა.

 

გიგლა აგულაშვილი:


 ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ "რესპებს" არა მარტო ეს კანონი "ბრალდება".  კანონპროექტის შემუშავების ხანგრძლივ გზაზე ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დაუმსახურებელი იქნება, მხოლოდ რესპუბლიკელებმა მივიწეროთ ის სიკეთეები, რაც ამ კანონპროექტის მიღებითაა მოსალოდნელი. ისიც უნდა ითქვას, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საარჩევნოდ ყველა ჰპირდება ამომრჩეველს რეალურ თვითმმართველობას, არჩევნების მეორე დღიდან კი უარს ამბობს დანაპირების შესრულებაზე.


თვითმმართველობის ხარჯზე ცენტრალური ხელისუფლების ძლიერი ვერტიკალის გაძლიერება არა მარტო საარჩევნო დანაპირებზე უარის თქმაა, ესაა უნდობლობა და გაუცხოება საკუთარ მოქალაქეებთან, მომხმარებლური დამოკიდებულება მათ მიმართ. ასეთი პროცესები არ ახალისებს პასუხისმგებლიანი, თავის ქვეყანაზე მზრუნველი ამომრჩევლის ჩამოყალიბებას...


თუმცა დავუბრუნდეთ კითხვას, რატომ ,,ბრალდებარესპუბლიკელებს თვითმმართველობის კანონპროექტის შექმნა.  ვფიქრობ, "ბრალდებებს" კვებავს ის გარემოება, რომ ჩვენ არ გავურბივართ ჩვენი შეხედულებების გამოხატვასა და დაცვას; ვცდილობთ, არ ვიყოთ კონფორმისტები; პრინციპების ერთგულები ვართ და გულწრფელად გვჯერა, ჩვენი საქმეები ქვეყანას წაადგება, მიუხედავად იმისა, დღეს ვინ გაგთათხავს და თავს ლაფს დაგასხამს.


 

 ისე არ მინდა გამიგოთ, თითქოს მხოლოდ გარეთ ვეძებდე პრობლემას. აუცილებლად გვჭირდება მეტი კომუნიკაცია ხალხთან, მეტი ინფორმირება, მეტი დიალოგი. მეტი ინფორმაცია ხალხს! ეს ჩვენი განვითარების სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.“


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია