საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მიუსაფართათვის თავშესაფრის გამოყოფას სახალხო დამცველი მიესალმება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/11 16:52:57

2013 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე საგანგებოდ შექმნილი ჯგუფი იზრუნებს. ჯგუფს უსახლკარო მოქალაქეთათვის რამდენიმე დროებით თავშესაფრის უმოკლეს ვადაში მოწყობა დაევალა. 

 

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეჯამებისას, საქართველოს სახალხო დამცველმა ხელისუფლების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად სწორედ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრისზე უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გამოყო.


მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, როდესაც ორგანიზაცია „იდენტობის“ ინიციატივა თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით კრიტიკის საგანი გახდა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის არ არსებობის პირობებში, მისასალმებელი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამავე დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას, ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით გადაედგათ დაუყოვნებლივი ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად, უსახლკარო პირთა ქუჩაში გაყინვისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი მინიმუმამდე  შესამცირებლად.


საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, თავშესაფრის მოწყობის თაობაზე, რომლის აღსრულების შემთხვევაშიც, შესაძლებელია, დროებით მოგვარდეს უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი.


პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტისთვის აუცილებელია ამ მიმართულებით კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, უსახლკაროთა აღრიცხვა, ერთიანი მონაცემთა ბაზის შემუშავება, საბინაო ფონდის შექმნა და სხვა. – მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია