დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გზებზე არსებული ვითარების მონიტორინგს რეგიონალური განვითარების სამინისტრო ახორციელებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/11 16:26:23

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე საქართველოს ტერიოტრიაზე მოსული უხვი ნალექის გამო გზებზე არსებული შეფერხებების მონიტორინგის ფარგელბში ქუთაისის მერიას ეწვია. გიორგი ამაშუკელმა მერის მოვალეობის შემსრულებელთან შოთა მურღულიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით არც ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე და არც ერთ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტზე თოვლის გამო ამ დროისთვის შეფერხებები არ არის. ამაშუკელის თქმით, თოვლისგან გაწმენდილია ქუთაისის ცენტრალური ქუჩებიც და გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ არსებობს.

 

„მინისტრის დავალებით ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს გზებზე შექმნილ  შეფერხებებთან დაკავშირებით. მინიტორინგის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სრულად კონტროლდება სიტუაცია და ყველა რეგიონში ცენტრალური გზები გაწმენდილია. დაბრკოლება თოვლის გამო არ შექმნია არც ერთ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს. ქუთაისიდან ჩევნ გავემართებით აჭარის მიმართულებით, სადაც შედარებით უხვი ნალექი მოვიდა“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია