დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/11 13:36:09

ქუთაისში მოქმედი რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი კვლავ თამაზ მარგველაშვილის საკონკურსო -საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას ითხოვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მათი მოთხოვნები საკონკურსო კომისიის შედეგების გაუქმებისა და კომსიის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ.

 „ეს არის შედეგი იმ საკადრო ვაგხანალიისა,  რომელსაც ბოლო დროს  აქვს ადგილი და რომელზეც  საკრებულოში აწ უკვე ყოფილ უმრავლესობასათან ერთად პასუხისმგებელია ის საკონკურსო კომისია, რომელმაც თითქმის 4 თვე მოანდომა ე.წ. კონკურსს და საბოლოოდ განაცხადა, რომ კონკურსი წარმატებით ჩატარდა. ისევ ძალაში რჩება 6 დეკემბერის საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები და მოვითხოვთ თანამდებობა დატოვოს კომისიის თავმჯდომარემ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს“,-აცახდებს საინიცატივო ჯგუფის წარმომადგენელი მანანა მანაგაძე.  

საინიციატივო ჯგუფის წევრები  ასევე გამოეხმაურნენ ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო შექმნილ ვითარებას და განაცხადეს, რომ  ქალაქის ხელისუფლება არ არის მობილიზებული რეალური  პრობლემების მოსაგვარებლად, რის გამოც ქალაქი ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია