დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გაუწმენდავი ქუჩების გამო საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/09 14:36:06

გუშინ მოსული თოვლის გამო ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი დილიდან შეფერხებებით გადაადგილდება. ამ დრომდე  გაუწმენდავი ქუჩების გამო რამდენიმე უბანში საქალაქო მიკროავტობუსები არ მოძრაობს.

ტანსპორტი არ მოძრაობს გორის დასახლებაში ჩანჩიბაძის მონაკვეთზე, ჭალას დასახლებაში, პრობლემებია გელათის ქუჩაზეც. როგორც მოსახლეობა აცხადებს, შეფერხებებით გადაადგილდება მიკროავტობუსები ავანგარდის მიმართულებით.

 

ჭალას მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობას ადასტურებენ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში. სამსახურში აცხადებენ, რომ ჭალას დასახლებაში  9 ნომერი მიკროავტობუსი ამ დროისთვის თოვლისგნ გაუწმენდავი ქუჩების გამო არ მოძრაობს. რაც შეეხება დანარჩენ საქალაქო ტრანსპორტს, მათი თქმით სხვა უბნებში გადაადგილების პრობლემები არ არის.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია