დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს თოვლთან გასამკლავებლად ტექნიკა არ ყოფნის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/09 12:15:36

დასავლეთ საქართველოში უამინდობაა. თითქმის ყველა რაიონში თოვს. უხვი ნალექი მოვიდა აჭარაში, სამეგრელოსა და ქუთაისში. უამინდობის გამო ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, სისტემატურად იწმინდება საავტომობილო გზები.

იმერეთში თოვლის სათარმა ზოგიერთ რაიონში ნახევარ მეტრს გადააჭარბა. ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულისა და ვანის რაიონების რამდენიმე სოფელში მისასვლელი გზები ჩაკეტილია.

მთელი ღამის განმავლობაში სპეცტექნიკა იყო მობილიზებული ქუთაისში და მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. 

„მთელი ღაამის განმავლობაში ყველა ის სამსახური, რომელიც ჩვენს დაქვემდებარებაშია, მაშუობს. ძირითად, ცენტრალურ გზებს ვწმენდთ, თუმცა თოვლი კიდე ედება და უკვე მესამე რიგზე მიდიან მანქანები გზის გასაწმენდად. ქალაქში ტექნიკა მწირია და ამიტომ ცენტრალური ხელისუფლება გვახმარს დამატებით ტექნიკას.“ – აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.

 

ქუთაისში პრობლემა შეიქმნა რამდენიმე უბანზე, კერძოდ გელათისა და მწვანეყვავილას ქუჩებზე, სადაც საქალაქო ტრანსპორტი ამ დრომდე არ გამოსულა ხაზზე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია