დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"თევდორაძესთან არანაირი კულუარული ურთიერთობა არ მქონია"–ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/06 18:27:22

ქუთაისის მერიის წინ გამართული აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნას, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ,  საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი გამოეხმაურა. მარგველაშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ აქვს და არც მუშაობაში ჰქონია ხარვეზი, რის გამოც შეიძლება თანამდებობა დატოვოს.

საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე მამუკა მღვდელაძის მიერ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის დატოვებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მღვდელაძე ამ დრომდე ოფიციალურად კომისიის წევრია, რადგან მას წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია.

 

"საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიამ 6 თვე იმუშავა. ხშირად გამოუთქვამთ მოსაზრება კომისიის მუშაობის შესახებ, თუმცა დასაბუთებულ ფაქტებს არავინ ასახელებს. მამუკა მღვდელაძეს ოფიციალურად არ მოუმართავს კომისიისთვის თანამდებობის დატოვების შესახებ. ბატონმა მამუკამ კარგად იცის, რომ, სადაც არ უნდა იყოს, წასვლის შესახებ უნდა დაწეროს განცხადება. როგორც მამუკა მღვდელაძე აცხადებს, მას გოჩა თევდორაძესთან კულუარული ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ უკეთ ეცოდინება რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ ერთად. მე გოჩა თევდორაძესთან ასეთი ურთიერთობა არ მქონია და მისი მხრიდან არც არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. თუ ვინმეს კომისიის მუშაობასთან რაიმე შენიშვნა აქვს ისაუბროს, რომელ პიროვნებასთან დაკავშირებით მივიღეთ უკანონო გადაწყვეტილება და დაიწყება საქმის შესწავლა. რაც შეეხება მანანა მანაგაძეს,  ეს არის თემა, რომელიც შეგიძლია ატრიალო, მაგრამ ბოლო არ ექნება. ქალბატონმა მანანამ ძალიან კარგად იცის, რომ უნდა წარმოედგინა ავტობიოგრაფია, მაგრამ არ წარმოადგინა თავისი შეხებულების გამო. ვინაიდან მანაგაძე არის საჯარო მოხელე მან კარგად იცის, რომ ბოლომდე უნდა წაიკითხა ის მოთხოვნები, რაც კომისიამ დააწესა"–აღნიშნა თამაზ მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თამაზ მარგველაშვილი ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის #6–ში, 41,51 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს გოჩა თევდორაძესთან ერთად ფლობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია