დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი უკრაინულ დელეგაციას მასპინძლობს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/12/06 17:27:00

დღეს, ქუთაისის მერიაში უკრაინულ დეკლეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციას  ქალაქ სუმის  მერიის წარმომადგენლები და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები წარმოადგენდნენ.

უკრაინის დელეგაცია პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო"-ს მიერ განხორციელებული პროექტის  " მოსწავლე ახალგაზრდობის სამშვიდობო განათლება ნდობის აღდგენისათვის"  ფარგლებში ეწვია ქუთაიისს.

შეხვედრაზე ძირითადად ისაუბრეს განათლების სფეროში არსებულ გარდაქნმებზე, მიმოიხილეს მიმდინარე ცვლილებები და ინტერესები, ერთმანეთს გაუზიარეს  განათლების სფეროში არსებული გამოცდილებები და შემდგომი თანამშრომლობა დაგეგმეს.

საქართველოში აღნიშნული პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროექტის ფარგლებში და ქალაქ სუმის მერიის უშუალო  პარტნიორობით. ითვალისწინებს აფხაზი და ქართველი პედაგოგების მომზადებას სამშვიდობო განათლების სფეროში. საგანმანათლებლო ტრეინინგების ციკლს მოსწავლეებისთვის , ორმხრივი შეხვედრების, აფხაზური და ქართული ენისა და კულტურის სწავლების კურსებს. ახალგაზრდული სამშვიდობო ბანაკების მოწყობას. დამხმარე სახელმძღვენელოების გამოცემას.

" ამ პროექტიოს მიზანი არის  სამშვიდობო განათლების განვითარების ხელშეწყობა და ხორციელდება ქალაქ სუმის მერიის მხარდაჭერით. დღეს, გაცნობითი ხასითის იყო ჩვენი შეხვედრა და გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები განათლების სფეროში მიმდინარე გარდაქნმებთან დაკავშირებით, შემდეგში აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ"-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

 

 " კმაყოფილი ვარ საქართველოში ყოფნით  და თანამშრომლობით, ჩვენ ძალიან მნიშვნელლოვან  ღონიძიებებს ვგეგმავთ პროექტის ფარგლებში.  გამოცდილების გაზიარებით და ურთიერთმხარდაჭერით  ვეცდებით ხელი შევუწყოთ საგანმანათლებლო სფეროს განვითარებას"-განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქალაქ სუმის მერის მოადგილემ განათლების საკითხებში სერგეი პანჩეკომ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2725
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია