დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი: -„კონკურსის თემა შესწავლას საჭიროებს“ (ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/06 17:13:48

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია  დღეს მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„ყველას შეუძლია თავისი პროტესტი გამოთქვას, მთავარია კანონი არ დაარღვიონ. მე აუცილებლად განვიხილავ რა პრობლემები აქვთ მათ. რაც შეეხება კომისიის შედეგების გაუქმების შესახებ მოთხოვნას, რადგან ამხელა პროტესტია საზოგადოების მხრიდან, შესწავლას საჭიროებს ეს საკითხი რამდენად სამართლიანია ამ ადამიანების პროტესტი, რადგან კონკურსის შედეგად შერჩეულებმა  უნდა იმუშავონ ჩემთან ერთად  და ცხადია  მაინტერესებს მათი პროფესიონალიზმის დონე“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

შეგახსენებთ, რომ მერიის წინ არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე, რომელსაც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც შეუერთდნენ, აქტივისტებმა მერიაში გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმება და კომისიის დაშლა მოითხოვეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია