საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქველმოქმედება
13 დეკემბერს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალისთვის კონცერტი-მარათონი გაიმართება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/12/06 11:36:44

 

 მიმდინარე წლის 13 დეკემბერს საქართველოს ყრუთა კავშირის შემოქმედებითი ჯგუფი საჩხერეში 

გამართავსსაქველმოქმედო კონცერტ-მარათონს, რომელიც ფილიალისთვის სახლის საყიდელი ფულის 

მობილიზებას ისახავსმიზნად. ბილეთის სიმბოლური ფასი იქნება 3 ლარი.

 

psnews.ge არაერთხელ წერდა საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის შესახებ. ეს ორგანიზაცია მწირი ბიუჯეტით (20 ათასი ლარით) ამჟამად ემსახურება 23 ბენეფიციარს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ფიზიკური თუ გონებრივი შეზღუდვა.

 

ორგანიზაციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ გააჩნია საკუთარი შენობა და შეხიზნული არიან ერთ-ერთი ბაგა-ბაღის შენობის სამ ოთახში, რაც მათი საჭიროებიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის.

 

ორგანიზაცია ხუთი წელია, რაც არსებობს და პირველი ორი წლის განმავლობაში ცხრა თანამშრომელი სრულიად უხელფასოდ მუშაობდა შშმ პირებთან. 20 ათასი ლარით ორგანიზაცია ახერხებს ფართის ქირის, კომუნალური გადასახადების გადახდას, ასევე ბენეფიციართა ერთჯერად კვებას და თანამშრომლების ხელფასების გადახდას (საშუალოდ 150 ლარზე ბევრად ნაკლები).

 

ორგანიზაციას უკვე დაეხმარა რამდენიმე კერძო პირი და ორგანიზაცია, რომელთა შემწეობით ფილიალს უკვე აქვს მაცივარი, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა, სათამაშოები. ორგანიზაციისთვის ასევე საჭიროა (ისევე როგორც სხვა შშმ პირებისთვის) ადაპტირებული მიკროავტობუსი, რომელსაც, სავარაუდოდ, საჩხერის მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით იყიდიან.

 

 მიმდინარე წლის 13 დეკემბერს საქართველოს ყრუთა კავშირის შემოქმედებითი ჯგუფი საჩხერეში გამართავს საქველმოქმედო კონცერტ-მარათონს, რომელიც ფილიალისთვის სახლის საყიდელი ფულის მობილიზებას ისახავს მიზნად. ბილეთის სიმბოლური ფასი იქნება 3 ლარი.

 

 ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოიზმაუკვე შეიძინა სამასი ბილეთი (ამავე ორგანიზაციამ არც ისე დიდი ხნის წინ სერიოზული ფინანსური დოტაცია განახორციელა ფილიალის ბენეფიციარებისთვის). 7 დეკემბერს ამავე მიზნით ორგანიზაცია ,,ნაბიჯისდამფუძნებელი მაგდა ყურაშვილი მოსკოვში ორგანიზებას უკეთებს საქველმოქმედო სპეკტაკლს, რომლიდანაც შემოსული თანხაც ასევე გადაერიცხება ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალს.

 

 

კონცერტი-მარათონის სახელწოდება იქნება: ,,ჩვენი პატარა ხელებით, მოვალთ და, მოგეფერებით“. კონცერტზე მიწვეული არიან ადმინისტრაციული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესწრეები და პოლიტიკური სპექტრი. აქცია იგეგმება სოციალური ქსელებითაც. საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს გაზეთები ,,ახალი თაობა“, ,,პოსტკრიპტუმიდა ნიუსპორტალი psnews.ge. ყრუთა კავშირის ფილიალისთვის სახლის შესაძენად მინიმუმ 20 ათასი დოლარია საჭირო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2922
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია