საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ქუთაისის თვითმმართველობა დაემსგავსა პოლიტიკურ ბაზარს"-გია თევდორაძე
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/06 11:39:59

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე დღეს ქუთაისის თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მას პოლიტიკური ბაზარი უწოდა.

 

თევდორაძის თქმით, ადამიანები, თავის დროზე არანაირი იდეის გამო არ გაერთიანებულან, ამიტომ  ეს გაერთიანება ვერ იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული.

 

„ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ის კონფიგურაცია, რომელიც შეიქმნა ქუთაისის საკრებულოში, იყო ვიწრო კლანური გაერთიანება და არ იყო ორიენტირებული ქალაქის განვითარებაზე, რადგან ამ ადამიანებს არ აერთიანებდათ არანაირი ღირებულებები და პრინციპები, განაცხადა თევდორაძემ.

 

პარლამენტის „ნაციონალი“ დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მღვდელაძის მიერ პოსტის დატოვებას და მის ამ გადაწყვეტილებას ალოგიკური უწოდა. თევდორაძის თქმით, მამუკა მღვდელაძემ პოსტი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც კომისიამ მუშაობა დაასრულა.

 

თევდორაძის განცხადებით, მიმდინარე პროცესები არის უშიშროების სამსახურის გეგმის ნაწილია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია