საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი
მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღებაში, წინა წლებთან შედარებით, თავისუფლები გახდნენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/05 16:08:19

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.


პრეზენტაციის მიზანს, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესების მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშის გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა წარმოადგენს. „საიამ" დღემდე მონიტორინგის სამი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც ერთიანობაში მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით. „საიას“ ახალი ანგარიში მოიცავს პერიოდს 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით.

 

„მონიტორინგის შედეგებით, სისხლის სამართლის მოსამართლეებმა შედარებით მეტი ობიექტურობა გამოავლინეს ჩვეულებრივი საქმის განხილვისას, ვიდრე ეს წინა პერიოდში ხდებოდა, მაგალითად: მოსამართლეებმა ნაკლებ შემთხვევაში გამოიყენეს პატიმრობა, ვიდრე გირაო. ამასთანავე მოსამართლეებმა ბევრად ნაკლები დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, რომლებიც პროკურორის მიერ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას შეეხებოდა. ამავდროულად მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მოსამართლეები არ იყენებენ თავის დისკრეციას, რომ გაათავისუფლონ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ან შეუფარდონ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება," – აღნიშნა „საიას“ წარმომადგენელმა თამარ ირემაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2304
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია