დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკა გვარამია
2013/07/30 20:55:09

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქით" პასუხობს: 

"მინდა განმარტება გავაკეთო ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2ის გასხვისების თაობაზე.

მფობელთა მიერ უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ ეს ხმები აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, მათ შორის, სრულიად კომიკური სისულელე რუსთავი 2ის გაზპრომის მიერ ყიდვის თაობაზე.

აქვე დავამატებთ, რომ აღნიშნული ხმების გავრცელება მართულია დაინტერესებულ პირთა ჯგუფის მიერ, ვის ინტერესებშიც შედის ახალი სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით სარეკლამო ბაზრის გადანაწილების აქტიურად გაჩაღებულ პროცესში დააზიანოს ჩვენი ტელეკომპანია და ეჭვები გააჩინოს მის სტაბილურობასთან დაკავშირებით.

დროში საეჭვოდ დამთხვევის გამო, ამავე მართული კამპანიის ნაწილად განვიხილავთ გარკვეული ჯგუფის მიერ ამ დღეებში აგორებულ, სამართლებრივად სრულიად უშინაარსო მოთხოვნას რუსთავი 2ის წილების დაყადაღების თაობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას - როგორც შეგნებულად ამ პროცესის მონაწილეთ (რომელთაგან ზოგიერთი კონკურენტი ტელეარხის საზედამხედველო საბჭოს წევრიცაა და პირდაპირი მატერიალური დაინტერესება აქვს), ასევე უნებლიედ მოქმედთ, რომ თავი შეიკავონ აღნიშნული ინსინუაციებისგან, რასაც ჩვენი ტელეკომპანია განიხილავს მისი ფინანსური დამოუკიდებლობის და, შესაბამისად, ზოგადად, როგორც დამოუკიდებელი მედიის არსებობის წინააღმდეგ ბრძოლას"-წერს ნიკა გვარამია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია