საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფინანსური პირამიდა
„ოქროს საწმისის“ მეანაბრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის წინ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/04 12:32:00

90-იან წლებში ქუთაისში მოქმედი შპს „ოქროს საწმისის“ მეანაბრეებმა დღეს დილით ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები წლების წინ საფინანსო გაერთიანებაში შეტანილი თანხების უკან დაბრუნებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ „ოქროს საწმისის“ დირექტორმა, ნანა ლომთაძემ, მეანაბრეები მოატყუა და   თანხები უკანონოდ მიითვისა

„90-იან წლებში 500 დოლარი შევიტანე „ოქროს საწმისში“. ნანა ლომთაძე მპირდებოდა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ყოველთვიურად პროცენტებს და საკვებ პროდუქტებს მომცემდა. ამის შემდეგ შპს-მ ცოტა ხანი იარსება. ლომთაძემ ორგანიზაცია დახურა და მეანაბრეები მოგვატყუა. მოვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი კუთვნილი თანხა.“ – ამბობს  „ოქროს საწმისის“ ერთ-ერთი მეანაბრე მარიამ ღამბაშიძე.

შპს „ოქროს საწმისი“ თემურ ლომთაძემ 90-იან წლებში დააარსა. იგი მეანაბრეებს შეტანილი თანხის სარგებელს – 7%-ს ყოველთვიურად უხდიდა, თუმცა შპს მოულოდნელად დაიხურა და „ოქროს საწმისის“ 12 ათასამდე მეანაბრე მოტყუებული დარჩა.

მერიის წინ საკუთარი პროტესტის დაფიქსირების შემდეგ აქციის მონაწილეები ნანა ლომთაძის წინააღმდეგ მორიგი სარჩელის შესატანად პროკურატურისკენ გაემართნენ.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია