დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქონებრივი დეკლარაცია
ბიძინა ივანიშვილის დეკლარირებული ქონება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2013/12/04 03:07:24

 

IDFI - საჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგი ბიძინა ივანიშვილის დეკლარირებული ქონების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილის დანიშვნის შემდგომ 2012 წლის 25 დეკემბერს პრემიერ მინისტრის მიერ შევსებული იქნა დეკლარაცია, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

პრემიერ მინისტრის დეკლარაციაში წარმოდგენილია როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი მეუღლისა და შვილების სახელზე არსებული ქონება. დეკლარაციაში არ აისახა, მხოლოდ პრემიერ მინისტრის შვილის უტა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით იმ პირის მონაცემები, რომელიც არ ცხოვრობს დეკლარანტთან ერთად, არ ექვემდებარება სავალდებულო გამოქვეყნებას.

 

უძრავი ქონება

როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია ერთობლივად 49 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 877 934,4 კვადრატული მეტრი, 42 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 26 798,8 კვადრატული მეტრი და 2 არასაცხოვრებელი ფართი – 8226,4 კვადრატული მეტრი.


მიწის ნაკვეთების უმრავლესობა (31) განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებსა და შეკვეთილში საერთო ფართობით 601 736 2. 9 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 164 685 2 განთავსებულია საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, 3 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 12 107 2 - ქალაქი მოსკოვის ოდენცოვის რაიონში, 2 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 88 801,4 2 - ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, 2 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 4 9412 - საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში, 1 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 5 500 2 - საგურამოში, 1 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 167 2 - დაბა წყნეთში.


საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა (28) განთავსებულია ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებშისაერთო ფართობით 15 037,2 2. 12 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 11 076,6 2 - საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, 1 საცხოვრებელი სახლი 70,5 2 ფართობით თბილისში, ხოლო 1 საცხოვრებელი სახლი ფართობით 614,5 2 – მოსკოვში.


დეკლარირებული 2 არასაცხოვრებელი ფართიდან საერთო ფართობი 8226 2 ორივე განთავსებულია სოფელ ნატანებში. ფასიანი ქაღალდები ბიძინა ივანიშვილის დეკლარირებული ყველა ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს უშუალოდ მის საკუთრებას. 2012 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით იგი ფლობს სხვადასხვა ღირებულების და ტიპის 11 180 572 ფასიან ქაღალდს, რომელთა საერთო ნომინალური ღირებულება შეადგენს 112 757 014 აშშ დოლარს, 3 452 270 გირვანქა სტერლინგს, 11 753 450 ევროს, 6 942 496 პოლონურ ზლოტს, 8 915 000 შვედურ კრონას, 12 500 000 ჩეხურ კრონას, 1 340 000 თურქულ ლირას და 3 794 500 ლარს.

 

 

ფასიანი ქაღალდები

ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდებიდან 1 483 631 არის ობლიგაცია, რომლის საერთო ნომინალური ღირებულება არის 47 101 074 აშშ დოლარი და 853 040 ევრო


ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ დანარჩენ ფასიან ქაღალდებს წარმოადგენს აქციები, რომელთა საერთო ნომინალური ღირებულება შეადგენს 65 655 940 აშშ დოლარს, 10 900 410 ევროს, 3 452 270 გირვანქა სტერლინგს, 6 942 496 პოლონურ ზლოტს, 8 915 000 შვედურ კრონას, 12 500 000 ჩეხურ კრონას, 1 340 000 თურქულ ლირას და 3 794 500 ლარს


ნაღდი ფული

 თანამდებობის პირის დეკლარაციაში აისახება მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს. როგორც ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა 2012 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით 4 000 ლარზე მეტი თანხის მფლობელი ნაღდი ფულადი თანხით გახლდათ მხოლოდ მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე,რომლის საკუთრებაშიც იყო 295 000 აშშ დოლარი, 20 000 ევრო და 45 000 ლარი.

 

საბანკო ანგარიშები

საქართველოს ან სხვა ქვეყნების საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიშები, რომლის განკარგვის უფლება აქვს ბიძინა ივანიშვილს ან/და მის ოჯახის წევრებს შეადგენს 34 988 791 აშშ დოლარს, 4 131 213 ევროს, 878 353 ინგლისურ ფუნტს, 2 632 058 ლარს, 101 620 შვეიცარიულ ფრანკს, 24 333 580 უნგრულ ფორინტს, 155 788 რუსულ რუბლს, 11 350 787 პოლონურ ზლოტს, 2 114 895 თურქულ ლირას და 341 იაპონურ იენს.

აღნიშნული თანხები მესაკუთრეებისა და საბანკო დაწესებულებების მიხედვით გადანაწილებულია ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.


გაფორმებული ხელშეკრულებები

თანამდებობის პირის მიერ შევსებულ დეკლარაციაში შედის მონაცემები აგრეთვე საქართველოში ან სხვა ქვეყანაში მისი ან მისი ოჯახის წევრების მიერ დადებული ხელშეკრულებების შესახებ, რომლის საგნის ღირებულებაც აღემატება 3 000 ლარს. ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციაში შესული ხელშეკრულებები ძირითადად დაკავშირებულია სესხის გაცემასთან.

 

როგორც ირკვევა 2012 წლის პირველი იანვრიდან დეკლარაციის შევსების მომენტამდე ხელშეკრულებები გაფორმებულია სულ 83 000 000 ლარის, 7 850 930 ინგლისური ფუნტის და 12 695 700 ევროს ოდენობის სესხის გაცემაზე.

 

ამასთან აღნიშნულ პერიოდში ხელშეკრულებები გაფორმდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 8000 ლარი, იჯარა – 194 460 აშშ დოლარი და 1 500 ლარი, ნარდობის ხელშეკრულება დაცვის მომსახურებაზე – 50 200 ლარი.

 


სხვა შემოსავლები და გასავლები

დეკლარაციაში ასევე წარმოდგენილია ცნობები ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების ნებისმიერი შემოსავალის და გასავლის შესახებ, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს და არ არის მითითებული დეკლარაციის სხვა განყოფილებებში.

 

ზემოთ ხსენებული ცნობებიდან შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ფიქსირდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში და შეადგენს 75 845 ლარს, რომელიც წარმოადგენს დარიცხულ პროცენტს.

 

დანარჩენ შემთხვევაში საქმე გვაქვს გასავლებთან, რომლის მთლიანი თანხა განისაზღვრა 25 406 456 ლარით, 2 697 432 ევროთი და 981 891 აშშ დოლარით. აღნიშნული თანხებიდან ყველაზე დიდი თანხა გახარჯულია შემოწირულობაზე 21 467 040 ლარი. ხოლო დანარჩენი თანხები განაწილდა შემდეგი მიმდევრობით:


შემოწირულობა - 21 467 040 ლარი, უძრავი ქონების შესყიდვა – 2 191 500 ევრო, ,მომსახერება – 2 529 981 ლარი, 728 316 აშშ დოლარი და 33 820 ევრო, საქონლის შესყიდვა – 236 883 ლარი, 244 208 აშშ დოლარი და 466 262 ევრო, ფიზიკური პირების დახმარება – 731 427 ლარი, კომუნალური გადასახადები – 244 183 ლარი, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება – 196 942 ლარი და 5850 ევრო, სწავლის საფასური – 9368 აშშ დოლარი

 

 

ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებულია მისი და მისი ოჯახის წევრების ქონება, რამაც მთლიანობაში შეადგინა დაახლოებით 239 442 973 ეკვივალენტი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები, 84 769 467 ეკვივალენტი ლარის მიმდინარე საბანკო ანგარიშები, 590 180 ეკვივალენტი ლარის ნაღდი ფული, 122 553 965 ეკვივალენტი ლარის გაცემული სესხები, მიწის ნაკვეთები საერთო ფართობით 877 934,4 2 და საცხოვრებელი სახლები საერთო ფართობით 26 798,82, ამავე დროს, ჟურნალფორბსისმიხედვით, 2013 წლის მარტის თვის მონაცემებით ბიძინა ივანიშვილი 5,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონების მფლობელი იყო.

 

ამავე გამოცემის მიხედვით, ივანიშვილმა 2012 წელს დაახლოებით 1,3 მილიარდ დოლარად გაყიდა თავისი აქტივები რუსეთში, ამასთან ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექციას ფლობს, რაც საერთოდ არ იქნა ასახული ყოფილი პრემიერ-მინისტრის დეკლარაციაში.


ამავე დროს, დეკლარირებული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულების სიმცირე, ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, შესაძლებელია განპირობებულია იმ ფაქტორითაც, რომ აქტივების დიდი ნაწილი არ არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და იმ ოჯახის წევრების საკუთრებაში, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ იქნა დეკლარირებული მონაცემები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ არის დეკლარირებული ივანიშვილის ერთ-ერთი შვილის, უტა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ქონება.


აღნიშნულის კვალდაკვალ ივანიშვილის მიერ შევსებული დეკლარაციიდან რთულია იმის გაგება, თუ რეალურად რა ქონების მფლობელი იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი მისი თანამდებობაზე დანიშვნის მომენტში.

 

საქართველოს კანონმდებლობით თანამდებობის პირი ვალდებულია აგრეთვე დეკლარაცია შეავსოს თანამდებობის დატოვებიდან 2 თვის ვადაში. აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროების შემდგომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული იქნება თანამდებობაზე დანიშვნისა და დანიშვნის შემდგომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების შედარებითი ანალიზი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია