დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამინდის პროგნოზი
უამინდობა საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/03 16:47:15

აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მაღალ მთაში დიდთოვლობაა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავა აცხადებს, ძლიერი ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხვალ დილამდე შენარჩუნდება.

 

ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ წამიდან 17-22 მეტრ წამამდე შემცირდება, დღის განმავლობაში კი თანდათან შესუსტდება. 
ამასთან, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ამ მომენტისთვის წვიმს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოს კოლხეთის დაბლობზე წვიმა თოვლში გადაიზრდება. სანაპირო რაიონებში კი კვლავ წვიმა შენარჩუნდება. 

 


4 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით -2+3 გრადუსი იქნება.
უფრო დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალმთასა და მთაში თოვლი შენარჩუნდება. კერძოდ, თოვს გუდაურში, ბაკურიანში, ფასანაურსა და რიკოთზე. 

 


შიდა ქართლში ხვალ ღამით ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება, თბილისში  -1, 0;    +1 - კახეთში. 
ამათან, ყინვები, მშრალი და ცივი ამინდები 5-6 დეკემბერსაც შენარჩუნდება. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -6-1 გრადუსია მოსალოდნელი; -8; -6  შიდა ქართლში; -4; - 2 კახეთში; თბილისში  -2.
5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში -2+3 გრადუსი იქნება, მათ შორის კოლხეთის დაბლობზე +1;+3 გრადუსი. 

 

უნალექო ამინდები საქართველოში 8 დეკემბრამდე შენარჩუნდება, შემდეგ ამინდი ისევ შეიცვლება. 

 

წყარო "ინტერპრესნიუსი'

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია