დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას პასუხობენ "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისის ბრალდებებს "პატრიოტები"?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/03 16:22:06

"ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისის თავმჯდომარის მანანა მიქაძის ბრალდებებს "პატრიოტთა ალიანსში" პასუხობენ.

"პატრიოტთა ალიანისის" იმერეთის ორგანიზაციის პრესსამსახურის უფროსის ციცი ჯინჯიხაძის განცხადებით, გოჩა თევდორაძეს უშუალოდ "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის რეკომენდაციით  დანიშნული ადამიანები არ ჰყავდა მხედველობაში, არამედ ბოლო პერიოდში, ქალაქის ხელმძღვანელ პოსტებზე "ოცნების" მიერ დანიშნული კადრების მიერ დასაქმებული თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ მიქაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გოჩა თევდორაძე სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადება, თითქოს  მერიაში "ოცნების"  რეკომენდაციით 131 ადამიანი დასაქმდა სიმართლეს არ შეესაბამება, რეალურად კი მერიაში "ქართული ოცნების" 14 წევრი მუშაობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია