დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ქმნის ახალ ფრაქციას ქუთაისის საკრებულოში?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/03 15:19:20

გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისის საკრებულოში ცვლილებების დაწყების პარალელურად  ორი ფრაქცია შეიქმნება, რომლებიც ასევე „პატრიოტებით“ დაკომპლექტდება. ერთ-ერთ ფრაქციას შესაძლოა სათავეში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ მეშველიანი ჩაუდგეს. მეშველიანი   ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც დასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ფრაქციიდან გასვლაზე დიდი ხანია ფიქრობს.

„იყო რაღაც პრობლემები  ურთიერთობებში და კიდევ სხვა მხრივ, მაგრამ ახლა ამაზე არ დავკონკრეტდები. აქედან გამომდინარე მე დიდი ხანია ვფიქრობ დავტოვო ფრაქცია. ვისაც არ უნდა კითხოთ ყველა დაგიდასტურებთ, რომ ამ პოზიციაზე დიდი ხანია ვარ“,-ამბობს მერაბ მეშველიანი.

უკვე სახელდება ახალი ფრაქციის სავარაუდო წევრებიც. გავრცელებული ინფორმაცით მეშველიანის ფრაქციაში შესაძლოა საკრებულოს დეპუტატები: ლევან კირკიტაძე, ირინე იმერლიშვილი, სერგო ლექვინაძე და გიორგი სიხარულიძე გაწევრიანდენენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია