რუსთავი2–ის პროექტ ნიჭიერში ჟიურიმ ფინალისტის საგზური ქუთაისელ ზურაბ ბალანჩივაძეს არგუნა.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ჟიურიმ ეს გადაწყვეტილება ერთხმად და მარტივად მიიღო.
"მე მინდა ვთქვა, სრული გამბედაობით და პასუხისმგებლობით. ზურა ბალანჩივაძის სახით ჩვენ გადავაწყდით ზებუნებრივ მოვლენას. ეს არის სუპერ მსტვენელი, ეს არის სუპერ არტისტი. რომელიც უნდა ნახოს მსოფლიომ! და თუ ჩვენ არ გადავიყვანთ ამ ადამიანს ფინალში, მსოფლიო მას ვერ ნახავს." - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გაზეთი "პოსტსკრიპტუმი" და ინტერნეტგამოცემა ულოცავს ზურას ამ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს უსურვებს!