დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2004 წელი, 17-23 მაისი, №20 (278)
ბებიების მოდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/02 16:30:51

- ძალიან საინტერესო ამბავი არ გინდა, მოგიყვეო? - მკითხა დიდი ხნის უნახავმა ნაცნობმა და წითელი ხიდიდან ნიკეას ბოლო გაჩერებამდე მიამბო ამბავი ერთ ახლობელზე.

 

 

***

 

ინოს ყოველთვის ჰქონდა თავისი სტილი, რაღაც გამორჩეული. ისეთი შეხამება იცის ფერების, კარგ მხატვარ-მოდელიორს რომ შეშურდება, - შემახსენა მაიამ და გაიხსენა ათი წლის წინანდელი, ჩვენი სტუდენტობის დროინდელი „ბანSური“ მოდა: თურქული, ჯაჭვებიანი ქვედა ბოლოები, „ესპადრელები“, მაისურები და ტყავის ერთ ყალიბში მოჭრილი ქურთუკები. მოკლედ, უგემოვნობის სრული გამოხატულება და ასობით სტუდენტი, დამგვანებული „პრიუტის ბავშვებს“ (პატიებას ვითხოვთ მკითხველისაგან ამ უხეში შედარებისთვისძ. თუმცა, გამოთქმისა არ იყოს, „ბრმათა შორის ცალთვალებიც ერია“ და ერთ-ერთი ასეთი ნინოც გახლდათ. რაოდენ დასანანია, რომ მის მაღალ გემოვნებას იმ დროს შემფასებელი არ ჰყავდა და ხშირად დაცინვის ობიექტიც გამხდარა მის ტანზე ან ფეხზე მორგებული, ბებიების დროინდელი კაბა თუ ფეხსაცმელი. თავად გახლავართ ცოცხალი მოწმე იმისა, თუ როგორ „აიგდეს სასაცილოდ“, ე.წ. პროპკის ქოშზე შემდგარი რომ დაინახეს, მაგრამ იგი დიდად არ სწუხდა ამგვარ რამეებზე, მეტიც, თვლიდა (და დღესაც იმავე აზრზეაძ, რომ „ახალი კარგად დავიწყებული Sველია“. ბევრი რომ არ გავაგრ, ელო, ჩვეულებისთვის არც ამ- ჯერად უღალატნია ნინოს და ბებიის გარდერობს ყოველგვარი ანდერ,ის გარეშე დაეპატრონა ერთადერთი მემკვიდრე. მოდავე, საბედნიეროდ, არავინ ჰყავს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი ერთადერთი გოგოა ბებიის ცხრა შვილიშვილთაგან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისი მოსახელეც გახლავთ, ყველაფერი ცხადზე-უცხადესი გახდება. სრული ბედნიერებისთვის ერთი ძველებური „შპილკები“ (უწვრილესქუსლიანი ფეხსაცმელიძ აკლდა, რომლის ჩუქებაზე ვერაფრით დაითანხმა საყვარელი ბებო. როგორ არ ეხვეწა, რას აღარ დაჰპირდა, მაგრამ - ნურას უკაცრავად. მიუხედავად ყველაფრისა, ნინოს სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჯორზე შეჯდა“ და პატარა ბავშვივით აიჩემა - მაგ ტუფლები სამარეში უნდა ჩამატანოთო“. რა დროს შენი „შპილკებია“, ბებია, სად გაგონილა ოთხმოცი წლის ქალს კუბოში „შპილკები“ ეცვას, ხომ დაიხოცება სიცილით სატირალში მოსული ხალხიო. არც ამან გაჭრა და ჯიუტი შვილიშვილისგან დაცვის მიზნით შორს გადამალა თავისი საყვარელი ფეხსაცმელები. ბევრი ეძება ნინომ, მაგრამ ვერსად მიაგნო, ძალიან ეწყინა საყვარელი ბებიასგან ამგვარი სიძუნწე, მაგრამ სიკვდილის დღემდე ვის რა დაგვემართება, არავინ ვიცითო-გულის სიღრმეში გამართლება მოუძებნა. თუმცა, აკრ,ალული ხილის განსაკუთრებულმა გემოვნებამ თავგზა აუბნია და იმ ერთადერთი უჯრის გასაღებს დაუწყო ძებნა, სადაც, მისი ვარაუდით, გადამალული უნდა ყოფილიყო ბებიის საიქიოში „შესაპრაკუნებელი“ „შპილკები“.

 

იებაში მთელი ნათესაობა ჩართო. ბებიის დაკეტილი უჯრისკენ ყველას თავისი ინტერესი უბიძგებდა. უფროსი შვილიშვილი დარწმუნებული იყო, რომ იქ დიდი ფული ინახებოდა, მისი მომდევნოს აზრით - ოქრო იყო, ყველაზე ნაბოლარას ფიქრით - იქ სასიყვარულო ბარათები იდო, და იმიტომ იყო „ჩალუსკუმებული“. ნინოს არაფერი ადარდებდა, გარდა იმ ფეხსაცმელებისა.

 

საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და კედელზე ჩამოკიდებული ბაბუას სურათის უკან ნინოს მაკვარანცხმა ძმამ გამოაძრო ბებიის მიერ გადამალული გასაღები. ღრჭიალით გამოაღეს უჯრა, ბიჭებს რიგ-რიგობით ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ნინო კი სიხარულით მეცხრე ცაზე აფრინდა, როცა ფეხზე მოირგო საოცნებო ფეხსაცმელი.

 

შეთქმულების მონაწილეებმა გაითვალისწინეს ნინა ბებიას ინტერესიც და მათ საყვარელ ნინიკოს ზეპირი ხელწერილი ჩამოართვეს, ბებიას დაბრუნებამდე ჩაეცვა რამდენჯერმე (ბებო თბილისში წაიყვანა ქალიშვილმა თვალების სამკურნალოდ), თვალის ჩინივით გაფრთხილებოდა და ისევ დაებრუნებინა თავის ადგილზე. პირობა, რაღა თქმა უნდა, დადო და მეორე დღესვე აღნიშნეს თანამშრომლებმა, რომ ძალიან სასიამოვნო ხმას გამოსცემდა მისი ახალი ტუფლები. თუმცა, ბებიამისის თაობის დამლაგებელს სასაცილოდ არ ეყო „თანამედროვე მოდის სიახლე“ და, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დაუწუნა ახალგაზრდებს გემოვნება.

 

 

***

 

ამაგიეროდ, თიკოს  დაბადების დღეზე გაგიჟდნენ გოგონები ნინოს ულამაზეს ფეხსაცმელზე. მას არ დაუმალავს, ბებოს ახალგაზრდობის დროინდელი რომ იყო. მეგობრის ბებოს კიდევ ერთხელ შეუქეს გემოვნება და მოდელის გადაღება მოისურვეს. ნინომ, რაღა თქმა უნდა, არავის გაანდო, მოპარული ფეხსაცმელი რომ ეცვა. კარგად მოილხინეს ახალგაზრდებმა, გამთენიისას დაემშვიდობნენ გუშინდელი დღის იუბილარს და ფეხით გაუყვნენ გზას.

 

ნინო საერთო მხიარულებაში ისე იყო ჩართული, აღარც გახსენებია თვალისჩინივით გასაფრთხილებელი „შპილკები“. ეშმაკს, როგორც ჰგავს, არ ეძინა იმ ღამით და დიდ ორმოში ჩავარდა ნინო, ლამის ფეხი მოტყდა, ფეხსაცმელს ვიღა დაეძებდა. კოჭლობით მივიდა სახლამდე და ქუსლმოტეხილი ფეხსაცმლის დარდით ბალიშზე ვეღარც დადო თავი.

 

მეორე დილით საჩქაროდ გაიქცა ფეხსაცმლის შემკეთებელთან. ნაცნობი „საპოჟნიკი“ რომ არ დახვდა, ძალიან შეწუხდა, მაგრამ ორი დღე მოცდაც არ შეეძლო. რამდენიმე შემკეთებელმა უარით გამოისტუმრა. ნირწამხდარმა ბოლო შანსიც გამოიყენა და მოხუც ხარაზს ხვეწნა-მუდარით სთხოვა ფეხსაცმლის შეკეთება. იმან დიდხანს ატრიალა ფეხსაცმელები ხელში, ყველა მხრიდან ათვალიერა, ბოლოს სათვალე მოიხსნა და „კლიენტს“ ფეხსაცმლის პატრონის შესახებ ჰკითხა. ნინომ სიმართლე დამალა და ჩემიაო, უთხრა. კარგა ხანს მიშტერებოდა მოხუცი ახალგაზრდა გოგონას, კიდევ ერთხელ გაუმეორა კითხვა. ამჯერადაც იგივე პასუხი მიიღო.

 

-        ეს ტუფლი შენი კი არა, ნინასია, ჩემი ნინასიო...

 

ხომ არ მომეყურაო, შეცბა ნინო. ვაი, თუ ბებიაჩემის ნაცნობია, დავიღუპე და ის არისო. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ვეღარ მოახერხა რამის თქმა.

 

მოხუცს კი ლაპარაკის საღერღელი აეშალა და კითხვას-კითხვაზე უსვამდა ჭარხალივით გაწითლებულ გოგონას.

 

- ვინ მოგცა? სად იყიდე? არ მომატყუო, ბაბუა, მითხარი, ნინასი ხომაა ეს ტუფლი.

 

- ჩემია, ძველმანებში ვიყიდე, დედას გეფიცებით, მართლა ვიყიდე.-იცრუა ნინომ.

 

- ჩემი ნინა! თქვენ არ იცით, რა გოგოს ტუფლი გაცვიათ. ბაღისკიდეზე რომ ჩაივლიდა, გული საგულედან უვარდებოდა ახალგაზრდებს. იცით, რა ლამაზი იყო ჩემი ნინა.

 

 

ნინოს ცნობისმოყვარეობა კლავდა, გაეგო, თუ საიდან იცნობდა მის ბებოს, ეს „საპოჟნიკი“, მაგრამ ეშინოდა, რაიმე არ წამოსცდენოდა, ამიტომაც ჩუმად ყოფნა არჩია.

 

 

- ეს ტუფლი, ბაბუა, ჩემი სატრფოსი იყო, იცი, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი?

 

 

ახლა კი ძირფესვიანად გამოკითხა ბებოს სიყვარულის ამბავი ნინომ და...

 

 

***

 

 

ოსკა ფოტოგრაფის სალონში შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი, ბაღისკიდეზე ვხვდებოდით დღეგამოშვებით. ჩემი მეგობრის სახლში ვსტუმრობდით ხოლმე და გიტარაზე ვსწავლობდით დაკვრას. ნინამ კარგი ქარგვა იცოდა. ხშირად მჩუქნიდა მოქარგულ ცხვირსახოცებს. მე ერთ იეზიტთან ვიყავი შეგირდად, ქუდების კერვას ვსწავლობდი. დამოუკიდებლად რომ უნდა შემეკერა პირველი ქუდი, მოულოდნელად მოკვდა ჩემი ოსტატი. დედაჩემმა მის ნათესავთან მიმიყვანა, „საპოჟნიკობას“ გასწავლისო. თავიდან თვალში არ მომდიოდა, ჩემს ნინას პირველ ხანებში არც ვუმხელდი, მეთაკილებოდა, მერე კი გამოვუტყდი და კარგი საყვედურიც მივიღე. სხვანაირი გამგებიანი გოგო იყო. მეორე დღეს დედამისის ლანჩაამძვრალი ტუფლი მომიტანა, უნდა შევამოწმო შენი ხელობაო. ოსტატის დახმარებით ისე გავაახლე ფეხსაცმელი, დედამისს ვეღარც უცვნია. ნინას ორმაგი ფული გამოურთმევია დედამისისთვის. იმ ფულით ლამაზი პერანგი მიყიდა, მეც სულ იმას ვიცმევდი, არ დამიჯერებთ და ახლაც მაქვს შენახული გაცრეცილი, გახუნებული. ჩემმა ცოლმა ბევრჯერ დააპირა ჩვრებად მისი დახევა, მაგრამ იცის, რომ ძალიან მეწყინება.

 

ჩემი ოსტატი ხანდახან ფულებს მჩუქნიდა, მეც დავაგროვე ეს ფული და ეს ტუფლი ვუყიდე ებრაელებში, ძალიან მოეწონა, მაშინ ფასონში იყო. ახლაც მახსოვს როგორ სიმწრით დადიოდა „შპილკებზე“, მერე შეეჩვია და ძალიან კმაყოფილი იყო. ნეტარება იმ დროს, ქუთაისში მარტო შეყვარებულები რომ ცხოვრობდნენ. მაშინ პატარა იყო ჩვენი ქალაქი. ერთმანეთს სახელით და გვარით თუ არა, გამარჯობით ვიცნობდით. სალამი ღვთისააო, ასე იცოდნენ მაშინ, სალამს ერთმანეთს რავა დავუკავებდით. ჩემი ნინა მხიარული გოგო იყო, არაჩვეულებრივი „ყვავილნარის“ თამაში და ფლირტაობა იცოდა: მოსწრებული სიტყვა-პასუხის პატრონს ვაგლახად ვერავინ გაეარშიყებოდა. რომ შემეძლოს წერა, კარგ წიგნს დავწერდი ჩვენზე, მერე, ჩემო ბაბუა, ომი დაიწყო, მიკრეს თავი ფრონტზე, რამდენიმე წერილის მიწერ-მოწერის შემდეგ დავკარგეთ ერთმანეთი. ომიდან გვიან დავბრუნდი, ბევრი ვეTებე ნინას კვალი, მაგრამ, ამაოდ. მერე, იმედი რომ გადავიწურე, ცოლი მოვიყვანე, სამი შვილიც მყავს. ბედნიერად ვცხოვრობ, მარა, ჩემი ნინას გვერდით რომ ვიყო, ასე მგონია, უბედნიერესი კაცი ვიქნები.-ცრემლი გადმოუგორდა მოხუცს ჩაცვენილი თვალებიდან, ჭუჭყიანი სახელოთი შეიწმინდა და რამდენად მომყიდიო, მოულოდნელად ჰკითხა ნინოს.

 

ღერღილივით დაიბნა საბრალო გოგონა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მოხუცმა აუქციონზე გატანილი ნივთივით დაიწყო ფასის გაზრდა და სამას ლარამდე რომ ავიდა, მერე შეჩერდა.

 

 

- გამდიდრება თუ გინდა, კი მითხარი, ბაბუა, სამას ლარს ერთად ვერც მოგცემ, ნაწილ-ნაწილ თუ შემაძლებინებ, შენზე მლოცველი ვიქნები.

 

ნინომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რომ ეჩუქებინა, გაგიჟდებოდა ნინა ბებო, მოხუციც შეეცოდა, მაგრამ მოჭრით უთხრა უარი.

 

ხარაზი ბოლომდე შეეცადა, ხელში ჩაეგდო ძვირფასი ფეხსაცმელი, და ფასს მოუმატა.

 

- არ გეწყინოთ, ბაბუა, ვერ დაგითმობთ ჩემ ტუფლს, მილიონიც რომ მომცეთ, მაინც, არ შემიძლია... - ერთი ფიქრით დააპირა, სიმართლე ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა. მერე ქუსლმოტეხილი ფეხსაცმელი ლამის ძალით გამოართვა ხელიდან და ათასი ბოდიშის მოხდით გაშორდა იქაურობას.

 

როგორც იქნა, დაადგა საშველი ნინას ფეხსაცმელს, და უჯრაში სამუდამოდ ჩაკეტა ნინომ, გასაღები ბაბუამისის სურათის უკან დამალა და ბებიის თბილისიდან ჩამოსვლას დაელოდა, რომ როგორმე დაეცდენინებინა მისი სიყვარულის ამბავი.

 

 

***

 

 

- ითხარი, ხომ შეიძლება კარგი ფილმის გადაღება ამ ამბავზე? მკითხა ბოლოს მაიამ და თავადვე გასცა პასუხი; კი შეიძლება, მაგრამ ქუთაისში ფილმის გადასაღები ფული კი არა, გაზეთის საყიდელი ფული არა აქვს ხალხსო.

 

 

ლელა თოლორდავა

 

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  2004 წელი, 17-23 მაისი, №20 (278) 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია