დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვა
მწვანე ყუთები საქართველოს პარლამენტში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/02 15:13:51

2013 წლის 28 ნოემბერს ქუთაისის  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქ. ქუთაისის №25 საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბის „არკადიმიას“ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში მწვანე ყუთები განთავსდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით  მიმართეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ცაგარეიშვილს პარლამენტში მაკულატურის შეგროვების მოთხოვნით.

„ჩვენს კლუბსა და  პარალამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში დავგეგმეთ მაკულატურის შეგროვების აქცია პარლამენტში. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დადებითი პასუხი მივიღეთ კომისიის თავმჯდომარისაგან,“ -  განაცხადა ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა თეკლა მებურიშვილმა.

კლუბის წევრები პარლამენტარებს გიორგი ცაგარეიშვილსა და ბიძინა გუჯაბიძეს შეხვდნენ,

„პარლამენტში უამრავი მაკულატურა გროვდება, ამიტომაც არ შეიძლება, არ მიესალმო ამ კლუბის ინიციატივას და მხარი არ დაუჭირო, ეს მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთად, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდულ წამოწყებებს ვუჭერთ მხარს, ვუფრთხილდებით თითოეულ ხეს,“ -  განცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

სამოქალაქო კლუბის წევრები პერიოდულად საქართველოს პარლამენტში შეგროვილ მაკულატურას ჩააბარებენ  და მიღებული თანხით მწვანე ნარგავებს შეიძენენ, რითიც ხელს შეუწყობენ მწვანე გარემოს შექმნას სკოლისა და ქალაქის ტერიტორიაზე.

2013 წლის გაზაფხულზე სამოქალაქო კლუბსა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საპარლამენტო კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში დღემდე კლუბისა და კომიტეტის თანამშრომლობით არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი ინიციატივა განხორციელდა.

დღე სასწავლო ვიზიტით დამთავრდა. სამოქალაქო კლუბის წევრები გაეცვნენ პარლამენტის საქმიანობას, მოინახულეს კომიტეტების ამუშაო სივრცეები, ასევე დაათვალიერეს სხდომათა დარბაზი და მედია-ცენტრი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია