დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროტესტი
საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ისევ უნდობლობას უცხადებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/02 14:06:21

ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის წინააღმდეგ ქალაქის მერიის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, რომელთაგანაც ნაწილი საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა, კომისიას უნდობლობას უცხადებს. მათი განცხადებით, საკრებულოს მიერ ჩატარებული კონკურსი ცინიზმია, რადგან კომისიის წევრებმა კადრები სუბიექტური მოსაზრებით შეარჩიეს.


„მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა შორსაა გამჭვირვალობისა და კონსტრუქტიულობისაგან. კომისიისთვის უმთავრესი არ იყო მოქმედი კანონმდებლობა, გადაწყვეტილებებს სუბიექტური მოსაზრებებითა და კულუარული გარიგებების შედეგად იღებდნენ. კომისია კონკურსანტებისადმი არაკეთილგანწყობითა და  უპატივცემულობით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საზოგადოებას, რადგან ქუთაისი არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის და არც რომელიმე პიროვნების საკუთრება არაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდობლობას ვუცხადებთ კომისიას და მოვითხოვთ, ბათილად გამოცხადდეს ჩატარებული კონკურსის შედეგები.“ – აღნიშნა მანანა მანაგაძემ.


აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი კომისიის წევრები მათ შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ, პარასკევს ფართომასშტაბიან აქციას მოაწყობენ.


 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიამ ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოცხადებულ 45 ვაკანტურ სამუშაო ადგილზე უკვე შეარჩია კონკურსანტები, რომლებთანაც გასაუბრება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ისინი მერიაში დასაქმდებიან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია