დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წიგნიერება
წიგნები ბავშვებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/02 12:53:32

ტყიბულის რაიონის ორპირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სამოქალაქო განათლებისა და პედაოგოგთა გადამზადების პროგრამის ახლაგაზრდულ ფორუმზე შემუშავბული პროექტი, რომელიც წიგნის პოპულარიზაციას ეხებოდა, წარმატებით განახორციელეს. 2013 წლის 29 ნოემბერს ორპირის საჯარო სკოლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება მოეწყო.

 

გაზეთმა „P.S.“–მა  სამოქალაქო კლუბს 1000 ლარზე მეტი ღირებულების 150 ცალი წიგნი გადასცა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტი სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მთქმელი ქალბატონის სტუმრობასა და კალიგრაფიის კონკურსის შემაჯამებელ ღონისძებას დაემთხვა.

 

ორპირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა წერილობით მიმართა გაზეთ „P.S.“-ის მთავარ რედაქტორს, ნატო გუბელაძეს და სთხოვა, წიგნების პოპულარიზაციის პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა. მხარდაჭერამაც არ დააყოვნა.

 

ნატო გუბელაძე (გაზეთ „P.S.“-ის მთავარი რედაქტორი): „ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად ახორციელებს ასეთი ტიპის აქციებს. რედაქციასთან არსებობს „მომავალი თაობის წიგნიერების განვითარების ფონდი“, სადაც შემოწირულობებს აკეთებენ სხვადასხვა ბიზნესკომპანიები თუ კერძო პირები. ხოლო შესაბამისი თანხით ჩვენ ვიძენთ წიგნებს და გადავცემთ მას სკოლებს და ისეთ დაწესებულებებს, სადაც დევნილი ან სოციალურად დაუცველი ბავშვები სწავლობენ. ასეთი აქციები უკვე გვქონდა ქუთაისში მდებარე დევნილთა სკოლაში, ბავშვთა სოფელში და რამდენიმე მცირეკონტინგენტიან სკოლაში. იმედი გვაქვს, რომ  კეთილი ადამიანების ხელშეწყობით, ასეთი აქციების გაგრძელებას შევძლებთ. ამჯერად მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს თუ ბიზნესკომპანიებს, რომელთა დახმარებითაც დიდი სიხარული მივანიჭეთ ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს“.

 

ნინო ბოლათაშვილი (ორპირის საჯარო სკოლის დირექტორი): „ეს არის ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკისათვის და ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის ძალიან დიდი საჩუქარი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო„ გაზეთ „P.S.“-ს. ჩვენ მომავალშიც განვახორციელებთ წიგნის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ტიპის აქციებს და ჩვენი საიმედო პარტნიორი ყოველთვის იქნება გაზეთი „P.S.“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკოლის კონკურსის გამარჯვებულები

 

წიგნები ორპირის საჯარო სკოლაში ბავშვებს გადაეცათ

 

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მთქმელი ანრო ცირეკიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია