დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდობა
ახალგაზრდული ფორუმი იმერეთში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/02 12:14:55

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატვით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ იმერეთის რეგიონის (ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაული, ტყიბული, ზესტაფონი, თერჯოლა, ვანი) სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები,  სამოქალაქო განათლების პედაგოგები სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  პარტნიორი  სკოლიდან. ფორუმი ორგანიზებული იყო  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით დასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

 

„ფორუმის მიზანია მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

 

ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, მოძიებული იქნება რესურსები და მოხდება მათი მობილიზაცია, დაიგეგმება პროექტების განხორციელება საჭიროებების გადასაჭრელად.“- განაცხადა ნათია ნამიჭეიშვილმა, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორმა. 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია