საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული არჩევნების ისტორია
ქუთაისში 1981-დან 2008 წლამდე ჩატარებული არჩევნების ამსახველი ფოტოებისა და გაზეთების გამოფენა მოეწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/01 14:56:00

 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაიხსნა გამოფენა „არჩევნები-ერის შემოქმედი“. გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი, 1998-2004 წლებში ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ბერძენიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

 

დღეს გამოფენამ ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლა. ექსპოზიცია, თავისი არსებობის მანძილზე, პირველად წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე, რომლის დათვალიერბაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

გამოფენაზე „არჩევნები- ერის შემოქმედი“ წარმოდგენილი იყო პოლიტიკური პლაკატები, პრესა, ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებიც 1918-დან 2008 წლამდე ჩატარებული არჩევნების ისტორიას ასახავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია