დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ფულის შოვნაზე გადასული სადაზღვევოები პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/30 12:30:21

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები სასწრაფოს მონოპოლიზებას აპროტესტებენ.  პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, სამწუხაროა რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სადაზღვევო კომპანიის ხელშია. წულაია ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მოუწოდებს სასწრაფოები კვლავ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში დაბრუნდეს.

 

„ორი დღის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ავადმყოფი, რომელსაც თავის დაზიანება ჰქონდა ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და დატოვეს, სადაც ადგილი არ აღმოჩნდა. შემდეგ ინტერვენციულმა საავადმყოფომ პაციენტი  ავტოქარხნის სავადმყოფოში გადაიყვანა, რითაც მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ჩვენი მოთხოვნაა, პაციენტი საჭიროების მიხედვით გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში და არა მხოლოდ „ჩემი ოჯახის კლინიკის „ დაქვემდებარებაში მყოფ საავადმყოფოებში, რომლებიც მხოლოდ ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებულნი და არ პაციენტის ინტერესების დაცვაზე. კარგია, რომ მოხდა საყოველთაო ჯანდაცვა, მაგრამ სასწრაფოები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება“-აღნიშნა გოგი წულაიამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია