დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულომ მერიას 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი უკან დაუბრუნა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/29 18:39:02

ქუთაისის 2014 წლის ბუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულმ უკვე დაასრულა. საკრებულოს ფრაქციებსა და   კომისიებში პროექტის ორ კვირიანი  განიხილვის შემდეგ საკრებულომ შენიშვნებითა და რეკომენდაციებით ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელს დაუბრუნა.

განხილვის შედეგები საკრებულოს სარევიზიო, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ეკონომიკურ საკითხთა კომისის ერთობლივ სხდომაზე წარმოადგინეს.

შენიშვნებია  როგორც ხარჯვით, ასევე შემოსულობის ნაწილში.

ხარჯვით ნაწილში 6 შენიშვნა აქვს სოცილურ საკითხთა კომისიას. კომისისი თავმჯდომარის ტარიელ მესხის თქმით, ბიუჯეტის პროექტში მცირე თანხაა  განსაზღვრული საჯარო ბიბლიოთეკის, მუსიკალური  და  სპორტული აიპების თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურებისთვის. მისი თქმით, ასევე დამატებითი თანხების მობილიზებაა საჭირო სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

„სულ 6 შენიშვნაა ხარჯვით ნაწილში და იმედი გვაქვს აღმასრულებელი გაითვალისწინებს მათ, რადგან ვფიქრობთ რომ არც ერთი მათგანი საფუძველს მოკლებული არ არის. საერთო ჯამში ბიუჯეტის ამ ნაწილში 856 ათასი ლარის დამატებას ვითხოვთ",-ამბობს ტარიელ მესხი.

ბიუჯეტის პროექტში შენიშვნა აქვს საფინანსო-სარევიზიო კომისიასაც. კომისიის თავმჯდომარის გოგიტა გოგელაშვილის თქმით, არაფინანსური აქტივების წლიური გეგმა, რომელიც მხოლოდ მილიონ 779 ათასი ალრია, ძალიან მცირეა და ქალაქმა მეტი ქონების გაყიდვა უნდა შეძლოს.

„ვითხოვთ წლიური გეგმა გაიზარდოს 2 მილიონ ნახევრამდე და ეს უნდა შეძლოს ქალაქმა, რადგან პროექტით შემოთავაზებული თანხა ძალიან მცირეა. სამსახურმა უნდა შეიმუშავოს კარგი მენეჯმენტი და მოახერხოს ბიუჯეტში მინიმუმ 2 მილიონ ნახევრის მობილიზება",-ამბობს გოგიტა გოგელაშვილი.

მისი თქმით, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ადგილობრივი სახსრებით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორცილებაზე, რათა ქალაქი ნაკლებად იყოს დამოკიდებული ტრანსფერზე.

 

ბიუჯეტის ჩასწორებული ვარიანტი მერიას უკვე დაუბრუნდა. შენიშვნების გასათვალსიწინებლად აღმასრულებელს დრო 5 დეკემბრამდე აქვს, რადგან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქს ახალი ბიუჯეტი   5 დეკემბერს ექნება.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2389
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია