საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/29 16:34:20

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საგნობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადაში  გამარჯვებულები დააჯილდოვა. დაჯილდოვებულთა შორის იყვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები. გამარჯვებულებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულბელმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დიპლომები და ფულადი პრემია გადასცა.

„ქართული ენის ოლიმპიადაში გამარჯვებული ვარ. გადმომცეს დიპლომი და ფულადი პრემია",-ამბობს ქუთაისის № 10 საჯარო სკოლის მოსწავლე მაგდა გაბრიაძე.

„განათლების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს მისი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ წახალისებული და დაფასებული იყოს წარმატებული ადამიანების შრომა",-განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ.

დიპლომებითა და ფულადი პრემიით 60 მოსწავლე და პედაგოგი დააჯილდოვეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია