დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკანონმდებლო ინიციატივა
საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური ხასიათის ქცევა 100-ლარიდან 200 ლარამდე დაჯარიმდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/29 12:38:25

საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივ უხამსი გაშიშვლება, ასევე ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება პირის 100-ლარიდან 200 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

ეს კანონში ჩაიწერა. სწორედ ზემოთ აღნიშნული ქმედებები ჩაითვლება ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნად, რამაც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე ერთგვარი აჟიოტაჟი გამოიწვია. საკანონმდებლო ინიციატივა კოცნის ამკრძალავ ინიციატივადაც კი იქნა აღქმული.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნის ფორმულირება შეიცვალა და დაზუსტდა, ასევე დაკონკრეტდა სანქციები ასეთ ქმედებასთან დაკავშირებით

 

კერძოდ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემლობაში და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივ უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება), გამოიწვევს დაჯარიმებას 100-იდან 200 ლარამდე ოდენობით.

 

გარდა ამისა, განისაზღვრა კონკრეტული ფულადი ჯარიმები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე. დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, ალკოჰოლიანი სასმელების სმა სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, ასევე იმ ადგილებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ხორციელდება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე ოდენობით

 

აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, დამრღვევს ადმინისტრაციული წესით 15 დღემდე ვადით დააპატიმრებენ.


საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3810
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია