დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არჩევნები - ერის შემოქმედი" – დღეს პარლამენტში გამოფენა იხსნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/29 12:33:40

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში დღეს გამოფენა არჩევნები - ერის შემოქმედი" გაიმართება

გამოფენას არჩევნები - ერის შემოქმედი, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი, ასევე გამოფენის ორგანიზატორები: ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი გახსნიან


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით მომზადებულ გამოფენაზე 1918-დან 2008 წლამდე ჩატარებული არჩევნების ისტორიის ამსახველი პოლიტიკური პლაკატები, პრესა, ფოტო და ვიდეომასალები იქნება წარმოდგენილი


ღონისძიებას პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.


30
ნოემბერს კი გამოფენა ქუთასის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლებს. ღონისძიება 14:00 საათზე გაიხსნება, სადაც ექსპოზიცია ფართო საზოგადოების წინაშე პირველად წარდგება


გამოფენა უკვე წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და დიდი დაინტერესება გამოიწვია

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია