დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საყოველთაო აღწერა
მოსახლეობის აღწერას თბილისში 800 ადამიანი აწარმოებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/28 12:56:00

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის  აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. აჭარაში, გურიასა და კახეთში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულდა და ამ დროისთვის ის თბილისში მიმდინარეობს, სადაც აღრიცხვას 800–მდე ადამიანი აწარმოებს

 

მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც მომავალი წლის მაისში დასრულდება, შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების რაოდენობის დადგენას გულისხმობს. კითხვარი მხოლოდ 2 შეკითხვისგან შედგება:  ოჯახის უფროსის სახელი და გვარი და ოჯახის წევრების რაოდენობა.


მოსამზადებელ სამუშაოებზე მარტო თბილისში 800 ადამიანი დასაქმდა,  მათი აყვანა ჩვეულებრივ, გამოცხადებული  ვაკანსიების მიხედვით  მოხდა,“ – აცხადებენ საქსტატში.


მათივე თქმით,  მოსახლეობის აღწერა 2014 წელს 5 ნოემბერს დაიწყება და 19 ნოემბრამდე გაგრძელდება


რაც შეეხება საქსტატის ახალ ხელმძღვანელს, მას კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ამ დროისთვის საქსტატში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის თარიღს ვერ ასახელებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია