დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
საგარეჯოში ხიდაშელის გავლენით პარტიების თავმჯდომარეებს ხსნიან?!
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/28 00:56:48

ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოექცა საგარეჯო საზოგადოების ყურადღების ქვეშ. საგარეჯოს გამგებელი გიორგი ლოლაძე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო და ბრალდება მოუხსნა.

 

მუნიციპალიტეტში უკმაყოფილოა მოსახლეობის ნაწილი: ისინი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ფონის ჩამოყალიბებაში მაჟორიტარ დეპუტატს, თინა ხიდაშელს, ადანაშაულებენ. psnews.ge-ს რესპონდენტი, ალექსანდრე მეზვრიშვილი, ღიად საუბრობს იმაზე, რომ საგარეჯოში პოლიტიკური ანგარიშსწორება მიდის დეპუატატის მხრიდან.

 

მეზვრიშვილი ,,ეროვნული ფორუმის“ წევრია და ხიდაშელს ლოლაძის პროტექციის გარდა, ,,ქართული ოცნების“ დისკრედიტაციაშიც სდებს ბრალს: ,,კონსერვატორების წარმომადგენელს საგარეჯოში, ზურა ჭიკაძეს, იმის გამო, რომ მისი ხელმოწერა დაფიქსირდა გიორგი ლოლაძის საწინააღმდეგო მიმართვაზე, დაატოვებინეს თანამდებობა და პარტია, (ზ.ჭიკაძე იზიარებდა და ახლაც იზიარებს ზემოთ აღნიშნული მიმართვის პათოსს).

 

ასევე ზეწოლის მცდელობაა ,,მრეწველების“ თავჯდომარეზეც. გამოვდივართ რა მოსახლეობის ინტერესებიდან (და არა მერკანტილური მიდგომით) სწორი გამოსავალი და, გინდა, კოპრომისული, ერთადერთია, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დატოვოს თანამდებობა, გამოცხადდეს რეალური კონკურსი აღნიშნულ თანამდებობაზე!

 

ექვსასი კაცი, რომელიც ზემოთ ნახსენებ მიმართვას ხელს აწერენ, მარსიდან კი არ მოფრინდა, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ აქტივია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ინტერესს, საგარეჯოში არჩევნები მოიგო (აქტივმა) 66, 29%–ით და შედეგით მესამეა კახეთში, რომ არა თინა ხიდაშელის ,,კამანდის“ კოალიციის საწინააღმდეგო ქმედებები, შედეგი უფრო მაღალი იქნებოდა!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3356
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია