დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეიყვანენ თუ არა „შავ სიაში“ ქუთაისის მერიის პროგრამა „კორპუსის“ მონაწილე კომპანიებს?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/27 17:01:44

ქუთაისის  მერიის საბინაო და ინფრასტრუქტურის სამსახურის პროგრამა „კორპუსში“ შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. როგორც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სამსახურის უფროსმა კახა დალაქიშვილმა განაცხადა, „კორპუსის“ ყველა პროექტი 90%–იან თანადაფინანსებაზე გადავა და მოსახლეობას ხარჯების მხოლოდ 10%–ის დაფარვა მოუწევს.

„სამი პროექტია სადაც 20%–ს იხდის მოსახლეობა, დანარჩენს კი ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენ გადავწყვიტეთ მომავალი წლიდან უკლებლივ ყველა პროექტი 90% –ით დავაფინანსოთ“,–აცხადებს დალაქიშვილი.

ინიციატივას გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური“ მოძრაობის დეპუტატი გია უკლება და განაცხადა, რომ თანადაფინანსების გაზრდა შესაძლოა პროექტების შემცირების საფრთხეს შეიცავდეს.

„კარგია ინიციატივა, მაგრამ შესაძლოა შედეგად მივიღოთ შემცირებული პროექტები. შესაბამისად გამოვა, რომ არც არაფერი შეიცვლება“ –მიიჩნევს უკლება.

დღესვე, პროგრამა კორპუსთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.  შოთა მურღულიას თქმით, იმ კომპანიების მუშაობაში, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მიმდნარე სამუშაოებს ახორციელებენ, ხარვეზები შეინიშნება, რის გამოც საჭიროა მათ მიმართ მკაცრი ზომების გატარება და თუ საჭიროა კომპანიები ე.წ. შავ სიაშიც უნდა შეიყვანონ.

„თუ ისინი არღვევენ ხელშეკრულებას, უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და თუ საჭიროა შევიყვანოთ შავ სიაშიც“,–აცხადებს მურღულია.

სამსახურის უფროსის კახა დალაქიშვილის თქმით, კომპანიების მიერ ხელშეკრულების დარღვევა ძირითადად შესასრულებელი სამუშაოების ვადების გადაცილებაში გამოიხატება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია