დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით ნარმანია: „მინდა ქუთაისი უფრო დალაგებული ვნახო“
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/27 16:32:36

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ქუთაისის მერიას სტუმრობს. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„ცენტრალურ ხელისუფლებაში ყველა დაინტერსებულია, რომ რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს ქუთაისისთვის. პირდაპირ პრემიერის დავალებაა, რომ   მეტად მივხედოთ ამ ქალაქს. ყველა ინიციატივა, რაც თქვენგან წამოვა,  იქნება განხილული და შესაძლებლობის ფარგლებში დაფინანსებული. ახლა ჩევნი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დროულად დავაფინანსოთ მუნიციპალიტეტები, რათა ადრიან გაზაფხულზე გამოცხადდეს ტენდერები და დროულად დაიწყოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები“,–განაცხადა ნარმანიამ.

მინისტრი შეხვედრაზე ასევე შეეხო ქუთაისში მერების და მმშ–ების ხშირ ცვლილებას და იმედი გამოთქვა, რომ  რომ ეს პროცესი უკვე დასრულდა.

„მე მინდა ვიხილო უფრო დამშვიდებული, მოწესრიგებული და დალაგებული ქუთაისი და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დალაგდება აქ ყველაფერი“,–განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრაზე ქალაქის ბიუჯეტში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ. მისი თქმით ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის სფერო მეტი თანხების მობილიზებას საჭიროებს.

„არის შენიშვნები ინფრასტრუქტურის დაფინანსების კუთხით. მიმაჩნია, რომ საჭიროა ამ მიმართულებით დაფინანსების გაზრდა. ამასთანავე სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ის თანხა, რომლის ათვისებასაც ვერ ასწრებს ქალაქი ინფრასტრუქუტრული პრექტების თვალსაზრისით, არ დაბრუნდეს უკან“–განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა, მერის მოვალეობის შემსრულებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ქალაქში რამდენიმე  ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია