დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკოლოგიური აქცია
"შავ ჭიათურას ერთად გავამწვანებთ“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/27 01:20:16

26 ნოემბერს ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოიზმა“ მორიგი რეკულტივაციის აქციის ფარგლებში ე.წ. ,,გადანახსენებზე“ ნერგები დარგო. ,,ელოიზის“ წამოწყებულ აქციას შეუერთდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის სკოლის 11 მოხალისე მოსწავლე, რომლებმაც აკაციისა და ვერხვის ასეულობით ნერგი დარგეს.

 

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მაკა კვარაცხელიამ, psnews.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ,,ამერიქენ ელოიზის“ მიერ დაზიანებულია 90 ჰექტარი და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე იწყებენ რეკულტივაციასა და განაშენიანებას.

 

მოხალისე მოსწავლეების მხრიდან თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შოთა გვალიამ, განაცხადა, რომ ჭიათურა არ არის ერთეულების და მის მომავალზე უნდა იფიქროს ყველა თაობის ადამიანმა, მიუხედავად მისი ასაკისა და პროფესიისა.

 

,,ჩვენ შავ ჭიათურას ერთად გავამწვანებთ“,_აღნიშნა მან და მოუწოდა თანატოლებს, რომ საგაზაფხულო რგვის დროს იაქტიურონ. მოხალისე მოსწავლეები თავისი ძალებით მომავალ გაზაფხულზე 500 ნერგის მოძიებასა და გადარგვას აპირებენ. მათ უკვე შეარჩიეს ტერიტორია, სადაც ,,გეზრულის სახელობის ტყეს“ გააშენებენ. გეზრულელი მოსწავლეები საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში შეარჩევენ იმერეთის ტყეებისათვის დამახასიათებელ ნერგებს და აპირებენ, რომ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჭიათურის ეკოლოგიური სისტემის გაჯანსაღებაში პიონერის პოზიციას არავის დაუთმობენ.

 

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამთოელებმა და ადმინისტრაციულმა ნაწილმაც: ( აკაკი გურჯიძე - ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი; სოფო ბერიშვილის - „ჯორჯოან ამერიქან ელოისის“ გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხების დეპარტამენტის დირექტორი).

 

ნერგები შეძენილი იყო საქართველოს გარეოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინსტროსთან არსებულ სანერგეში სატყეო საბაზისო სატყეო მეურნეობისაგან. ამ ეტაპზე თითქმის 8 ჰექტარი ფართობია რეკულტივირებული და უახლოეს მომავალში დანარჩენ ტერიტორიებსაც გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით გაანაშენიანებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3405
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია