დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩემი ქლაქის მწვანე მომავალი"- ფოტოგამოფენა თეთრ ხიდზე
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/26 14:53:06

პროექტის  „ჩემი ქლაქის მწვანე მომავალი" ფარგლებში თეთრ ხიდზე მოეწყო ფოტოკონკურსი სახელწოდებით „ჩემი ქალაქის სკვერი".  საკონკურსო ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფების ათამდე ნამუშევარი, რომლებზეც მოუვლელი მწვანე საფარია აღბეჭდილი.  

პროექტი ორ ქალაქში - ქუთაისსა და გორში ერთობლივად მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების გადაცემა მწვანე საფარის უკეთ მოვლის უზრუნველსაყოფად.

„გამოფენის მიზანია საზოგადოებას დავანახოთ ჩვენს ქალაქში არსებული სკვერების კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები. 

დამთვალიერებლების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმ ორი ფოტოს შესარჩევად, რომლებიც ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ ფოტოსთან ერთად, ქალაქში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებების გარე ფასადზე გაიკვრება. შესაბამის რეკომენდაციებს კი გადავცემთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა უკეთ იყოს მწვანე საფარი ჩვენს ქალაქში მოვლილი",-ამბობს პროექტის მენეჯერი სოფიო კუპატაძე. 

ფოტოკონკურსის გამარჯვებული მომავალ კვირაში დასახელდება.

პროექტი „ჩემი ქალაქის მწვანე მომავალი" თვეზე მეტია მიმდინარეობს და დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია