ანჯელინა ჯოლი, მეუღლეს ბრედ პიტს გულის ფორმის კუნძულს დაბადების დღის საჩუქრად უყიდის. ამის შესახებ ცნობას Mirror-ი ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება ცნობილმა მსახიობმა კუნძულ პეტრას ნახვის შემდეგ მიიღო. კუნძულს საჩუქრად პიტი 50 წლის იუბილეზე მიიღებს.
ჯოლი განსაკუთრებით ააღელვა იმ ფაქტმა, რომ კუნძულზე არის ორი სახლი, რომელიც ბრედის საყვარელი არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ რაიტის მიერაა დაპროექტებული.
ექსკლუზიური კუნძული, რომელიც გულის ფორმისაა, მდებარეობს ამერიკაში, ნიუ-იორკის ჩრდილოეთით და მისი ფასი ამ ეტაპზე 20 მლნ აშშ დოლარია.
2011 წელს ბრედ პიტის 48 წლის იუბილეზე ანჯელინა ჯოლიმ მას კალიფორნიაში ჩანჩქერი უყიდა.