დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2004 წელი, 26 მარტი-4 აპრილი, №13 (271)
სიმინდზე გაცვლილი ნაბოლარა შვილი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/25 15:53:30

აგ­ვა­რე­უ­ლო აკ­ვან­ში ჩაკ­რუ­ლი ჩვი­ლის მა­მა ერ­თი თვის წინ ომ­ში გა­იწ­ვი­ეს, დე­და ყანის გა­სა­თოხნა­დაა წა­სუ­ლი. ბებია-ბაბუა კი სტუ­მარს ჯორ­კო­ზე სვამს და მი­კითხვ-მო­კითხვის შემ­დეგ სტუმ­რობის მი­ზეზს ეკითხება. უხერხულია, იმე­რელ­მა კაც­მა სტუ­მარს ჰკითხო-რის­თვის მო­სულხარო, მაგ­რამ გა­იშ­ვი­ა­თებული სტუმ­რობის მოყვა­რულთ, ალბათ, ეს კითხვა  არ გა­ა­კვირ­ვებთ. სა­მა­გი­ე­როდ, პა­სუხი, შე­საძ­ლოა, ისე­თი იყოს, სიბრა­ზის­გან გა­გიჟდეს ჭკუ­ათმყოფე­ლი. ასე და­ე­მარ­თა მოხუც მას­პინ­ძელ­საც-მთე­ლი სოფ­ლის­თვის ჭკუ­ა­სა­კითხავ კაცს ან­ტონ აბაში­ძეს, და რომ არა მი­სი „წინ­დახედუ­ლი კნე­ი­ნა“, ახლა, ალბათ, აბაში­ძეები, სულ ცო­ტა, თორ­მე­ტით მე­ტი მა­ინც იქ­ნებოდ­ნენ.

 

 

***

 

­ლი ჩემს მტერს შე­უჩ­ნდაო, იტყვი­ან მრავ­ლის­მნახვე­ლი ბერი­კა­ცები. ქა­ლის შე­ჩე­ნას აბრა­ლებდა ­ნტო­ნიც იმ სა­ჩო­თი­რო თანხმობას, მე­სა­მე­ სტუმ­რობისას რომ მი­­ღო იშ­ვი­ათ­მა სტუმარ­მა მის­გან. საქ­მე იმა­ში გახლდათ, რომ ოც­და­ორ­წლი­­ნი თა­ნაცხოვ­რების მან­ძილ­ზე უშ­ვი­ლობით დამ­წუხრებულ­მა ჭრე­ლაშ­ვი­ლებმა თვა­ლი აბაში­ძეების მე­ოთხე ბიჭს, ექ­ვსი თვის ჯემალს და­ად­გეს. ნათ­ელ-მი­რო­ნობით გან­მტკი­ცებული ნა­თე­სავს უარს რა­ვა მეტყვი­­ნო, თა­ნაც, მა­ინც შიმ­ში­ლით მო­უკ­ვდებათ ის საბრა­ლო ბავ­შვი, ჩვენს ხელ­ში კი სას­მელ-საჭ­მე­ლი მა­ინც ექ­ნება სარ­ჩე­ვა­დო, - უჩურ­ჩუ­ლა ცოლ­მა ქმარს და... ხეიბარი კა­კოც დაად­გა არც ისე ახლო გზას, რო­გორც ხედავთ, არ­ცთუ უშე­დე­გოდ. მე­სა­მე მის­ვლა­ზე და­­თანხმა ან­ტონ აბაში­ძთუმ­ცა, თანხმობის მი­ღების­თა­ნა­ვე ბავ­შვის გაყოლა არ ივარ­გებდა. მო­მა­ვა­ლი კვი­რის ხუთ­შაბათის­თვის და­სიტყვდნენ და ას-ასი გრა­მი ჭა­ჭის არყითაც ად­ღეგ­­ლეს გაჭ­რე­ლაშ­ვი­ლებული აბაში­ძ.

 

 

***

 

­შინ მი­­ღო ფრონ­ტი­დან წე­რი­ლი ნა­თე­ლამ, ქმა­რი ოთხივე ვაჟკა­ცის თავს აფი­ცებდა მე­უღ­ლეს და გან­სა­კუთ­რებით ნაბოლა­რა­ზე სწუხდა, - ჩვი­ლი ბავ­შვის მო­სიყვა­რუ­ლება ვერ მო­ვას­წა­რი, ღმერ­თი ისე რა­ვა მომ­კლავს, მა­გის ვაჟკა­ცობას რომ არ მო­მას­წრო­სო. ვი­ცი, გამხმა­რი მჭა­დიც გე­ნატ­რებათ, ცო­ტაც მოით­მი­ნეთ და, შინ რომ დავბრუნ­დები, ფუ­ფუ­ნებაში გამყოფებთო. მე­უღ­ლის წე­რილ­მა გა­ამხნე­ვა ნა­თე­ლა და დე­დამ­თილ-მა­მამ­თილს პი­რობა მის­ცა: ნუ გე­ში­ნი­ათ, სა­მეგ­რე­ლო­ში წა­ვალ, ჩემს მა­მი­დაშ­ვი­ლებს ვი­ნახულებ, ერთ ფუთ სიმ­ინდს რა­ვა ვერ მო­ვი­ტა­ნო. რა­ღას უნ­და ელო­დო, ბარემ ხვალ წა­დი, ოთხშაბათობით ქუ­თა­­სის ბაზარ­ზე და­დის ეს­ტა­ტე ურ­მით, მად­ლია, ცო­ტა­თი წინ გაგ­წევს, უფ­რო­სი ბიჭიც გაიყოლე, ხელს მა­ინც წა­მო­გიკ­რავ­სო - მა­მამ­თი­ლის სიტყვა კა­ნო­ნი იყო ჯოხაის ქა­ლის­თვის და სახვა­ლიოდ სამ­ზა­დისს შე­უდ­გა.

 

***

­რო­სი  ბიჭი, ­ვი­დი წლის ან­ტო­ნი, უმ­ცრო­სებს-თე­დო­სა და ჯუმბერს პა­ტა­რა მას აბარებდა, მო­რი­გეობით და­ურ­წიეთ აკ­ვანი, ჩხუბი არ მო­გი­ვი­დეთ, არ გა­დააბრუ­ნო­თო. ნა­თე­ლას ერ­თი გუ­ლი­ უხარო­და მა­მი­დაშ­ვი­ლებთან გამ­გზავ­რება, მაგ­რამ მე­­რე გუ­ლით სიკ­ვდი­ლი ერ­ჩივ­ნა წას­ვლას, რა­ღაც ­ლა უკან ეწე­­და და ფეხის გა­დად­გმის სა­შუ­­ლებას არ ძ­ლევ­და. ბავ­შვის ალერ­სი ყოველ­თვის უყვარ­და, მაგ­რამ ამჯერად ნაბოლა­რას გულში გან­სა­კუთ­რებულად იკ­რავ­და და სა­­ლერ­სო სიტყვებით ენას უჩ­ლექ­და. ომ­ში ხომ არ მი­დიხარ, ქა­ლო, რა­ვა სა­ნა­წე­რო­სა­ვით ეფე­რები ამ ბაღა­ნა­სო - გა­უწყრა მე­ზობლის ქა­ლი.

 

მე­ო­რე დი­ლით, რიჟრაჟზე და­იწყეს მზა­დება. სა­ცაა, ეს­ტა­ტე გა­მო­ივლიდა. გზაჯვა­რე­დინ­ზე უნ­და შეკ­რებილიყვნენ ქუ­თა­ი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი მგზავ­რები. კა­რიდან კი­დევ ერთხელ მობრუნ­და ნა­თე­ლა: „ფეხებს მარ­თმევს რა­ღა­ცა, და­ვა­ნებებ წას­ვლას თავს, ხომ არ აჯობებდა, დე­და?“ დე­დამ­თილ­მა ქვა ააგ­დო და თა­ვი შე­უშ­ვი­რა: „ქა­ლო, ამ დამ­შე­უ­ლი ბავ­შვების გუ­ლი­ზა, ჯან­დაბაში უნ­და წე­ვი­დეს დე­და და შენ რა­ვა გა­მოგ­ვა­ტი­რე აბაშა­ში წას­ვლა, მარ­თ­ლა ომ­ში ხო არ მი­დიხარ. მა­მაცხონებულო?“

 

აკ­ვან­ში ჩაკ­რულ, და­ი­ნებულ ბავშვს აღარ აკო­ცა, ცო­დოა, არ გა­ვაღ­ვი­Bოო და ნა­თე­ლამ კა­რი ჩუ­მად გაიხურა. მა­მამ­თილ­მა გა­ა­ცი­ლა რ,ა­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი გზაჯვა­რე­დი­ნა­მდე. ეს­ტა­ტეს ურემ­ზე ტე­ვა აღარ იყო. მაგ­რამ, ან­ტო­ნის ხათ­რით, ერ­თი ად­გი­ლი მა­ინც მო­ი­ძებნა...

 

 

***

 

თხშაბათი დღე ხან ბებიას, ხან ბაბუას ჰყავ­და ხელ­ში პა­ტა­რა ბიჭი, Bმებიც ცდი­ლობდნენ მის გარ­თობას, მაგ­რამ ამა­ოდ, დე­დის სითბოს შეც­ვლა ვერც ერ­თმა მათ­გან­მა ვერ მოახერხა. თურ­მე, ტი­რი­ლი სცოდ­ნია აბაში­Cეების ნაბოლა­რა­სო, გა­იკ­ვირ­ვა მე­ცეცხლურ­მა მე­ზობელ­მა და ბავ­შვის და­სამ­შვი­დებლად დათ­ვის ნაღ­ვე­ლი გა­და­უ­ტა­ნა: ვინ იცის, იქ­ნებ მუ­ცე­ლი ტკი­ვა, და­უ­ა­მებსო. თო­თო ბავ­შვი რა­ვა მი­ა­ტო­ვა, რა დროს სა­მეგ­რე­ლო­ში წას­ვლა იყო, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც, ან­ტო­ნი ვერ წა­ვი­და, მაგ­დე­ნი შეძ­ლება კი შე­მორ­ჩა ია­პო­ნი­ის ომ­ში ნაბრ,ოლ, გერ­მა­ნე­ლის ტყვი­ით დაჭ­რილ კაც­სო!-გა­კიცხა მე­ო­რემ მე­სა­მეს­თან და...

 

მთე­ლი ღა­მე თვა­ლი არ მოუხუჭავს ან­ტონს, სა­კუ­თა­რი თა­ვი ჯოჯოხეთ­ში გა­ა­ტა­რა. ასე რომ გა­ე­კე­თებინა ჩემ­თვის მა­მა­ჩემს, და­თი­კო აღარც მეყოლებოდაო, მთე­ლი სიგ­რ,ე-სი­გა­ნით გა­ი­თა­ვი­სა თა­ვი­სი გან­ზრახვა და ცი­ვი უა­რით გას­ტუმ­რება გა­დაწყვი­ტა მაც­დუ­რი ჭრე­ლაშ­ვი­ლის, მაგ­რამ მი­ცე­მუ­ლი სიტყვი­სა და ათი ბათ­მა­ნი სი­მინ­დი­სათ­ვის რა ექ­ნა? მამ­ლის ყივი­ლამ­დე ბარე ასჯერ შე­იც­ვა­ლა გა­დაწყვე­ტი­ლება. საბოლო­ოდ კი პირჯვა­რი გა­და­ი­წე­რა და მუხლმოყრით პა­ტიება შეთხოვა აკ­ვან­ში ჩაკ­რულ ბავშვს, რო­მელ­იც ბოლო ღა­მეს ათევ­და მა­მი­სე­ულ კე­რი­ა­ზე.

 

***

 

ა­დი­ლობის დრო იქ­ნებოდა, სი­მინ­დით სავ­სე ურე­მი რომ მო­ად­გა აბაში­ძეების ხის ჭიშ­კარს. ან­ტონ­მა გა­მოხედა სტუმ­არს, სა­ურ­მე კა­რი გა­უ­ღო და ზედ „ბალ­კონ­თან“ მიაყენებინა ურე­მი. სტუმარ­მა ხუთი ტო­მა­რა რჩე­უ­ლი სი­მინ­დი მი­აწყო კუთხეში და მას­პინ­ძელს ხითხითით უთხრა-რაც მე­ტი იყოს ათ ბათ­მან­ზე, ალა­ლად შე­გერ­გო­სო. ან­ტონ­მა თვა­ლი გა­ა­პა­რა უზარ­მა­ზარ გო­დორ­ზე, ურ­მის ჭავ­ლზე რომ იყო მიბმ­უ­ლი. სტუ­მარს ეს არ გა­მოჰპარ­ვია და ხითხითს უმა­ტა: ეს გო­დო­რი ჩე­მი ხელით მოვწე­ნი, რა­ვა გგო­ნია, არ ჩა­ე­ტე­ვა შიგ ჩე­მი ბიჭი? „ჩე­მი ბიჭი!“ - ეკა­ლი­ვით და­ე­სო გულ­ზე მოხუცს. სიმ­წრის­გან ტუ­ჩებს იჭამ­და, თავს ზე­ვით ა­ლა აღარ იყო. კა­რს იქით კი მი­სი საბრა­ლო „კნე­ი­ნა“ ცრემ­ლად იღ­ვრებოდა, რა პი­რით დავხვდე რ,ალს, ვაი, მი­სი უბედუ­რი დე­დობაო. ოთხი დღე იყო, ლუკ­მა არ გა­დას­ვლო­და პირ­ში, დარ­დით კი არ სჭირ­და უმა­დობა, ერ­თი ფერ­ფლი ფქვი­ლი არ ჰქონ­და და იმი­ტომ. ბავ­შვებს თხის რ,ეს ას­მევ­და და სო­ი­ოს უხარ­შავ­და. „ღმერ­თო მა­პა­ტიე, თუ საშ­ვე­ლის გა­ჩე­ნის­თვის, სისხლი და ხორ­ცი დავ­თმეო. გამ­წა­რებული ბებია ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად ითხოვ­და პა­ტიებას ღმე­რთის­გან, რომ­ლის არ­სებობაშიც სულ-მუ­დამ ეჭ­ვი ეპა­რებოდა.

 

თა­ვი­სი­ვე მო­ტა­ნი­ლი შა­ვი ღვი­ნით კი­დევ ერთხელ შეს­ვა ჭრე­ლაშ­ვილ­მა აწ უკ­ვე ურემ­ზე მიბმულ გო­დორ­ში ჩა­გო­რებული აბაში­Bის ბიჭის სად­ღეგ­რძე­ლო.

 

ბებია-ბაბუა გაქ­ვა­ვებული იდ­გა ზღურბლზე და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, ან კი რა უნ­და ეთ­ქვათ?

 

 

***

 

იBაშ­ვი­ლებთან თა­მა­შით დაღ­ლი­ლი Nმები სა­ღა­მოს შინ რომ დაბრუნ­დნენ, მო­ნატ­რებულ მას მი­ვარ­დნენ აკ­ვან­ში. იქ რომ ვერ იპო­ვეს, ხის ტახტზე და­უწყეს ებნა, ბუხარ­შიც კი შე­ი­ხე­დეს, მე­რე ტი­რი­ლით მი­ვარ­დნენ ბებიას, სად არის ჩვე­ნი ნამ­ცე­ცაო (ასე ეBახდნენ ნაბოლა­რას მები). დაბნე­ულ­მა ბებიამ ბაბუას­კენ მი­ა­თი­თა, ახლა ბაბუას მი­აწყდა ორი წყვი­ლი აც­რემ­ლებული თვა­ლი. მან ამო­იოხრა და უთხრა-სიკ­ვდილ­მა წაიყვა­ნა თა­ვის­თან. სა­ნაც­ვლოდ სი­მინ­დი მოგ­ვი­ტა­ნაო და ხელით ანიშ­ნა კუთხეში მიწყობილ ტომ­რებზე.

 

არ გვინ­და ჭა­დი, არა­ფე­რი გვინ­და, წა­ი­ღოს თა­ვი­სი სი­მინ­დი ჩვე­ნი ნამ­ცე­ცა დაგ­ვიბრუ­ნო­სო!-ზლუ­ქუ­ნებდა ოთხიო­დე წლის ჯუმბერი...

 

 

***

 

ა­მეგ­რე­ლოდან დაბრუ­ნებულ­მა ნა­თე­ლამ ლოყები ჩუ­მად ჩა­მოიხოკა. ხმა­მაღ­ლა კი­ვი­ლი ვერ გაბედა მა­მამ­თი­ლის ში­შით. ან­ტონ­მა მკაც­რად უთხრა. „არ გაბედო სოფ­ლის შეყრა, ჩემს წინ თუ წახვალ, ქმარ-შვილს და­კარ­გა­ვო“.

 

თავის გულში იხრჩობოდა შვილ­წარ­თმე­­ლი დე­და. და მა­ინც, ­ლებული იყო, იმ სი­მინ­დის ფქვი­ლით გა­მომცხვა­რი ჭა­დით და­­ნაყრებინა და­ნარ­ჩე­ნი სა­მი შვი­ლი, თა­ვად კი აღ­თქმა და­დო, მიწა ეჭა­მა და კბილი არ და­­დო მი­სი ნამ­ცე­ცას სა­ნაც­ვლოდ აღებულ ფქვი­ლის­თვის.

 

მე­ზობლებმა გა­იკ­ვირ­ვეს, ასე უხმა­უ­როდ სად გა­აქ­ვრეს ბავ­შვიო. ერ­თმა ისიც კი თქვა, ალბათ, ვირთხამ შე­უ­ჭა­მათ და არ ამხელე­ნო; მე­ო­რემ-ვირთხამ კი, არა ჭა­ში ჩა­უ­ვარ­დათ ალბათო, ჭა­ში რა­ვა ჩა­უ­ვარ­დებოდათ, ვაი, თუ ჭი­რი ჭირს და ვე­რი­დოთ, ჩვენც არ გა­დაგ­ვე­დო­სო,-მე­სა­მემ. მე­ზობლების ფან­ტა­ზი­ას ზღვა­რი არ ედო. მაგ­რამ არც ერთს აზ­რად არ მოს­ვლია, რომ ბავ­შვი შე­ი­ლებოდა გა­ეშ­ვი­ლებინათ, ამას რო­გორ აკად­რებდნენ ან­ტონს.

 

 

***

 

რე­ლაშ­ვი­ლების ოჯახში ბედ­ნი­­რება შე­­ტა­ნა ომ­მა, პა­ტა­რა ბიჭი მზრუნ­ველ მშობლებს მა­ლე შე­ეჩ­ვია და დი­დი სიყვა­რუ­ლის სა­ნაც­ვლოდ დღი­თიდ­ღე მშვე­ნი­­რი გახდა. გი­ორ­გობას მო­ნათ­ლეს პა­ტა­რა და გი­ორ­გი და­არ­ქვეს, წმინ­და­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად. ხეიბარ კაცს ასე­თი შვი­ლი სა­­დან გა­უჩ­ნდაო? - გა­იკ­ვირ­ვებს ხუთი წლის შემ­დეგ ომი­დან დაბრუ­ნებული ჯარის­კა­ცი, რო­მე­ლიც მათ ურემ­ზე აღ­მოჩ­ნდა შემთხვე­ვით. პა­ტა­რამ ხელი წა­­პო­ტი­ნა მედ­ლებზე. მა­მამ და­ტუქ­სა ან­ცი ბიჭი. ჯარის­კაც­მა კი ქუ­დი უსახსოვ­რა თა­ვი­სი  ნაბოლა­რას ტოლს.

 

***

 

ნ­ტონ აბაში­ემ ომი­დან მშვი­დობით დაბრუ­ნებულ ვაჟს ნე­ლა შე­ა­პა­რა ნაბოლა­რას შვი­ლის გარ­დაც­ვლის ამბავი, ეტყობა, შე­ნი სი­ცოცხლის სა­ნაც­ვლოდ წაიყვა­ნა ღმერ­თმაო, მა­ნამ­დე რ,ალს პი­რობა ჩა­მო­არ­თვა, სი­მარ­თლე არა­სო­დეს ეთ­ქვა ქმრის­თვის, თო­რემ ისეთ რა­მეს მო­უ­გო­ნებდა, ქმარ-შვილს და­ა­კარ­გვი­ნებდა. შე­ე­გუა თა­ვის ბედს მა­მამ­თი­ლის­გან და­ჩაგ­რუ­ლი რ,ა­ლი და კი­დევ ორი შვი­ლი აჩუ­ქა ომ­გა­მოვ­ლილ ქმარს.

 

ოთხი ბიჭი­სა და ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის დე­დას წუ­თი­თაც არ და­ვიწყნია უგ­ზო­უკ­ვლოდ დაკარ­გუ­ლი შვი­ლი.

 

 

***

 

რე­ლაშ­ვი­ლების ბიჭი კი, შემთხვე­ვით რამ­დენჯერ­მე შეხვდა თა­ვის და-მებს. ის კი არა­და, შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვის დაკ­რალ­ვა­ზე თვალ­ში მო­უ­ვი­და ლა­მა­ზი გო­გო, რომ­ლის გაც­ნობაც მ­ოინ­დო­მა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახდა. მე­რე ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს და აღარც გახსე­ნებია ღია ცის­ფე­რი თვა­ლების პატ­რო­ნი. ამა­სობაში აბაში­ეების მზე­თუ­ნახავიც მო­ი­ტა­ცეს და...

 

ჯარი­დან ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­აოჯახეს დე­დი­სერ­თა გი­ორ­გი, ორი ვაჟკა­ცის მა­მას ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და ცხოვ­რებაში იმი­სათ­ვის, რომ ბედ­ნი­ე­რად ეგ­რძნო თა­ვი, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში ყოველთვის  რა­ღაც ­სი­ცა­რი­ე­ლეს გრ,ნობდა.

 

გვი­ან შე­იტყო თუ რა აკ­ლდა მთე­ლი ცხოვ­რება, მაგ­რამ რა­ღა დროს, უკ­ვე ვე­ღა­რა­ვის აგებინებდა პა­სუხს ამის­თვის.

 

მი­სი უფ­რო­სი ვაჟი კი დღემ­დე დაჟინებით მო­ითხოვს მა­მი­სა­გან, რომ თა­ვის გვარს დაუბრუნ­დეს, და­უახლოვ­დეს მებს, დას, ნა­თე­სა­ვებს, მაგ­რამ... უჭირს გი­ორ­გის, ამ ნაბიჯის გა­დად­გმა, უჭირს და რა ჰქნას.

 

ლე­ლა თო­ლორ­და­ვა

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2004 წელი, 26 მარტი-4 აპრილი, №13 (271)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია