საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ოპერის თეატრის მმართველი ბიზნესმენს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/23 12:44:27

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველი ხატია ვედმედევა ქუაისელი ბიზნესმენის, სერგო ჩივაძის ცემასთან კავშირს უარყოფს.

 

ვედმედევას განცხადებით, მას მომხდარ დაპირისპირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ცილისწამებისთვის კი აპირებს ჩივაძეს სასამართლოში უჩივლოს.


„სამწუხაროა, რომ დღეს ამ ფაქტზე მიწევს კომენტარის გაკეთება, არანაირი კავშირი არ მაქვს მომხდართან, ტელეკომპანია „ქუთაისის“ დამფუძნებელთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაქვს, სერგო ჩივაძე კი მხოლოდ ერთხელ მინახავს. მე მივიღე ძალიან დიდ მორალური ზარალი, ამიტომ ვაპირებ, სერგო ჩივაძესთან სასამართლო დავაში შევიდე და ცილისწამებისთვის მისი  პასუხისგებაში მიცემა მოვითხოვო“-აღნიშნა ხატია ვედმედევამ.


შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტოქუთაისითუდეისმფლობელმა სერგო ჩივაძე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლადდაფუძნებული ტელეკომპანიაქუთაისისერთ-ერთმა მფლობელმა შოთა ჩიქოვანმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩივაძის განცხადებით, ინციდენტი გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეჯაზარტესმიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ჩივაძისავე განცხადებით, მასზე თავდასხმა ქუთაისის საოპერო თეატრის გენარალური დირექტორის , ხატია ვედმედევას სახელს უკავშირდება.

 

როგორც ჩივაძე აცხადებს,  "ქუთაისითუდეი" შეეცადა, მოეპოვებინა ინფორმაცია ბალანჩივაძეების თეატრის ფინანსური მდგომარეობის და ახლადდანიშნული გენერალური დირექტორის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მისივე ვარაუდით, ხატია ვედმედევას განსაკუთრებული გაღიზიანება ქუთაისის საოპერო თეატრში არსებული ფინანსური დარღვევების შესაძლო გამოაშკარავებამ გამოიწვია.


მომხდართან დაგავშირებით ტელეკომპანია "ქუთაისის" მფლობელი შოთა ჩიქოვანი კომენტარს არ აკეთებს.  ჩიქოვანი ჩივაძეს პროვოკატორად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ პროვოკატორის ბრალდებაზე კომენტარს არ გააკეთებს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია