დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერეთლის უნივერსიტეტის საიუბილეო დასკვნითი კონცერტი მესხიშვილის თეატრში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/22 19:52:07

დღეს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კლასიკური, საესტრადო და ხალხური მუსიკის ნომრები წარადგინეს.

კონცერტს ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული რექტორები, რომლებმაც უნივერსიტეტს იუბილე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„ ჩვენი მთელი წელი მივუძღვენით ამ იუბილეს. ამ დროის განმავლობაში, სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, მთელი წლის მანძილზე, დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები. დღესაც ისინი შეასრულებენ საკონცერტო ნომრებს. დღეს ძალიან ბევრი სტუმარი  გვყავს და მათ კიდევ უკეთ გავაცნობთ ჩვენი უნივერსიტეტის ღირსებებს“-განაცხადა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგო ღავთაძემ.

უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა ქუთაისის ახლადდანიშნულმა მერმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის ამ უნივერსიტეტის არსებობა, აქ უმაღლესი ხარისხის განთლებას იღებენ ახალგაზრდები. მათ შორის მრავლად არიან უცხოელი სტუდენტებიც. ვულოცავ ამ დღესასწაულს მთელს კოლექტივს“–განაცხადა შოთა მურღულიამ.

კონცერტის ბოლოს უნივერსიტეტის ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა. ჰიმნის ავტორია კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი.

„ამ ჰიმნზე სამი კვირის გამნმავლობაში ვმუშაობდით. მოხარული ვარ, რომ მე მომანდეს ეს დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან მიყვარს ქუთაისი, მიყვარს მისი თითოეული მცხოვრები, ვულოვავ უნივერსიტეტს იუბილეს“-განაცხადა მარიკა კვალიაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია