დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადამ მიცკევიჩის პოემის საჯარო კითხვა ქუთაისში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/22 17:57:51

პოლონელი პოეტის  ადამ მიცკევიჩის  ეპიკური პოემა „პან თადეოზი“ საჯაროდ წაიკითხეს ქუთაისის სკოლა „გონის“ მოსწავლეებმა. პროექტი სახელწოდებით  „მიცკევიჩის დღეები საქართველოში“ ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიცკევიჩის შემოქმედება დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს. პოემის კითხვის პროცესში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

„პროექტში, რომელიც ქართულ-პოლონური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება უკვე  1000-მდე ადამიანმა  მიიღო მონაწილეობა. პროექტის დასასრულს გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად იგრძნო და განიცადა მიცკევიჩის შემოქმედება. აღსანიშნავია,  რომ საქართველოში „პან თადეოზის“  საჯაროდ  კითხვის პარალელურად, პოლონეთში რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ კითხულობენ, რადგან პოლონელებისთვის ისეთივე მნიშვნელობისაა მიცკევიჩის ეს პოემა, როგორც ჩვენთვის „ვეფხსიტყაოსანი“,-ამბობს ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა კამლაძე.

ადამ მიცკევიჩი ცნობილი პოლონელი პოეტი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი პატრიოტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის  საკუთარი ქვეყნიდანაც  გაასახლეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3797
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია