დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალი საზოგადოებაში
ვის ეშინია ფემინიზმის? – ლექცია ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/22 15:00:07

დღეს ქუთაისში სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა სემინარი „ვის ეშინია ფემინიზმის“. სემინარების ციკლმა, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება, აგვისტოში აიღო სტარტი და დღეს დასრულდა. ამ დროის განმავლობაში 6 სემინარი ჩატარდა სხვადასხვა თემაზე. კიდევ ერთი, მეშვიდე ლექცია, დამატებით გაიმართა, რომელზეც ფემინიზმი კინოხელოვნების ჭრილში განიხილეს.

„დღეს პროგრამის დასკვნითი სემინარი გვაქვს ძალიან აქტუალრუ თემაზე. საზოგადოებაში ცოტა შიშებიც არსებობს ფესინიზმთან დაკავშირებით. დღეს განვიხილეთ კინოსახე ფილმიდან „საბედისწერო ქალი“. ამ სემინარებით გვინდა, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება.“– განაცხადა მომხსენებელმა, კინომცოდნე თეონა ხატიაშვილმა.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული სემინარი წელს ქუთაისსა და ორზურგეთში ჩატარდა, რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ორგანიზატორების განცხადებით, მომავალ წელსაც აპირებენ უკვე სხვა ქალაქებში გამართონ იგივე თემის ლექციები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია