საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიასა და GIPA–ს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/22 11:54:30

ქუთაისის მერიამ და gipa–ს უნივერსიტეტმა დღეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების მომზადებას და ეფექტური მმართველობის დანერგვას.

მემორანდუმს ხელი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და საზოგადოების საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნანა ქაშაკაშვილმა მოაწერეს.

„მემირანდუმის მიზანია ურთითიერთ თანამშრომლობა იმ საკითხებში, რაც უნივერსიტეტს აქვს. მემორანდუმის ფარგლებში მერიის საჯარო მოხელეები გადამზადდებიან უნივერსიტეტის ბაზაზე. ჩვენი სურვილია ადგილობრივ თვითმმართველობაში პროფესიონალი კადრები დასაქმდნენ, ამიტომ მერიაში  მიერ გამოცხადებული ვაკანსიების და კონკურსების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება უნივერსიტეტს, რათა მაღალი იყოს ჩართულობა. GIPA იღებს პასუხისმგებლობას და გამოხატავს მზადყოფნას დაეხმაროს ქუთაისს მმართვლობის სისტემის გაუმჯობესებაში, როგორც ელექტრონული ასვე სხვადასხვა სისტემების დანერგვის კუთხით“–აღნიშნა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმნა შოთა მურღულიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია