დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"არალეგალური მიგრაცია დროის ფუჭად კარგვაა"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/21 16:55:35

"საიას" ქუთაისის ოფისში დღეს პროექტ "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობის" ფარგლებში დისკუსია გაიმართა. რომლის მიზანსაც  იმ პრივილეგიების პროპაგანდა წარმოადგენდა, რაც ლეგალურ მიგრაციას ახლავს.

"ლეგალური მიგრაციის ფარგლებში დაცულია სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ფარგლებში დადგენილი უფლებები, რაც ლეგალურ მიგრანტს აძლევს გარანტიებს, რომ მათი შრომითი უფლებები დასაქმების პროცესში იქნება დაცული. სამწუხაროდ საქართველოდან ბევრი ადამიანია წასული, რომელთაც არალეგალურობის გამო შესაბამისი პირობები არ აქვთ, ვერ ახარხებენ განათლების მიღებას და ვერც ნორმალურ სამსახურში დასაქმებას. ჩვენი პროექტის მიზანია საზოგადოებას ვამცნოთ იმ რისკებზე, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ახლავს, ასევე ვაჩვენოთ ლეგალურობის შემთხვევაში შესაძლო წარმატებები. პროექტის ფარგლებში მოვიწვიეთ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ერეკლე ინაშვილი, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას თავისი გამოცდილება დეტალურად გაუზიარა"–აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ხათუნა ბურკაძემ.

ერეკლე ინაშვილის განცხადებით, შეუძლებელია არალეგალურად ყოფნის პირობებში უცხო ქვეყანაში მიაღწიო, რაიმე სახის წარმატებას. მისივე თქმით, არალეგალურად ყოფნა დროის ფუჭად კარგვაა.

პროექტი "საიას', მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით ხორციელდება, რომელსაც ფინანსურ დახმარებას ევროკავშირი უწევს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2821
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია